planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ratom-150x150.jpg მოძრაობამ “რატომ” მერიის პროექტები დღეს თბილისის მერიის შენობის წინ გააპროტესტა. მოძრაობის წევრებმა რიყეზე მინის ხიდის მშენებლობა, ვერეს ხეობასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე მშენებლობები და პროექტზე ”მე მიყვარს თბილისი” გააპროტესტეს. მოძრაობის წევრებსა და მერიის დაცვის თანამშრომლებს შორის დღეს ინციდენტიც მოხდა. მერიის თანამშრომლებმა ”რატომის” მიერ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა გააპროტესტეს და ჩამოხიეს. მოძრაობა გიგი უგულავას მოუწოდებს, კანდიდატურა მოხსნას და პროკურატურაში მივიდეს, რათა თბილისის ბიუჯეტს თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. ”რატომის” წევრის მერაბ ჭიქაშვილის თქმით, რიყეზე ხიდის მშენებლობა 80 მილიონი ლარი დაჯდა. ჭიქაშვილი ამბობს, რომ, მათ დოკუმენტი მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც, რიყის ტერიტორია, სადაც მინის ხიდი შენდება, შპს ”რიყეს” ეკუთვნის, რომლის მფლობელებიც ფრანგული გვარის პირები არიან. ჭიქაშვილი ამბობს, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტშიც შეეცადნენ, თუმცა, ამ კომპანიას საიტიც კი არ აღმოაჩნდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts