planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gabashviligoka011-150x130.jpgჩვენ ყალბ დაპირებებს არ ვიძლევით და რასაც გპირდებით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა, პრეზიდენტთან მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრისას პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის აზრითა და ძირითადი პრობლემებით დაინტერესდა. “ჩვენ ვუთხარით პრესიდენტს, რომ ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემები. ეს არის სამუშაო ადგილები, დასაქმება, საწარმოების რაც შეიძლება მეტად დახმარება, ბიზნესის გაფართოებისთვის რომ სამუშაო ადგილები შიქმნას. ეს არის მთავარი და ძირითადი, რაზეც ხალხი საუბრობს. ასევე გაზიფიკაცია და ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების საკითხები”- განაცხადა გაბაშვილმა. მისი თქმით, ის აქცენტები, რომელიც მმართველ გუნდს აქვს, არის აფსოლუტურად სწორი და გასაკეთებელი კიდევ ბევრია. პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან უმრავლესობის შეხვედრა უკვე დასრულდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts