planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shewkdes-dacherebi-150x130.jpg უზენაესი სასამართლოს შენობის წინ პოლიტმატიმართა მხარდამჭერი საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ორგანიზატორთა ინიციატივით შექმნილ პოლიტპატიმართა მხარდამჭერ ქარტიას ხელი მოაწერეს. დღესვე პატიმართა უფლებების დამცველი სამეურვეო საბჭო შეიქმნა. საბჭოს წევრები ადვოკატები, ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტიკოსები არიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკა ბესელიამ “ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომისიას ციხეებზე მონიტორინგი დაევალება. “შევისწავლით ციხეებში არსებულ ძალადობის ფაქტებს, სამედიცინო მომსახურების ხარისხიანობას. იქიდან წამოღებულ ინფორმაციას კი, საბჭო დაამუშავებს და სამართლიანად შეისწავლის,”- განაცხადა ბესელიამ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოში ადვოკატები შედიან, ვინაიდან, მათ უშუალოდ ციხეში შესვლის უფლება აქვთ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, უზენაესი სასამართლოს შენობა მოქალაქეებისთვის სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, თუმცა მისი თქმით, ე.წ. მოსამართლეები პატიმართა ჯალათებად არიან ქცეულნი და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოტანილ ნებისმიერ განაჩენს ხელს აწერენ. ბესელია ამბობს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე ისინი საპროტესტო აქციებს წყვეტენ და ივნისის პირველი ნახევრიდან კვლავ გააქტიურდებიან. მანამდე კი, მათ უზენას სასამართლოს შენობასთან წარწერა- “ ჩვენ დავბრუნდებით!” დატოვეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts