planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 გაზიარება http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_Zqucajp7I/AAAAAAAADqw/FojZ2Va5KWA/s200/fexmidime%20misha.gifსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამორიცხავს ისეთი სცენარის განხორციელებას, რომლითაც 2013 წლის შემდეგ ის ხელისუფლებაში დარჩება, - ამის შესახებ სააკაშვილმა “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.ჟუანალისტის შეკითხვაზე: „რა შეიცვლება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში 2013 წლის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილთან რაიმე სახის ურთიერთობას არ აპირებს“, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დღევანდელი იდეოლოგია 2013 წლის შემდეგაც უცვლელი დარჩება."დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ ვიყრი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იდეოლოგია, რომელსაც მე წარმოვადგენ, მომავალშიც საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არ იქნება. არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე. მეორეც, უნდა გაიგონ, რომ პირადულობა ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ იდეოლოგია უკვე შექმნილია, ეს თაობა უკვე არსებობს და ამას ვერაფრით შეცვლი. ჩვენთან იყო მიტინგები, დემონსტრაციები, მაგრამ ჩემი კურსის მხარდამჭერები მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილან. დღეს მხარდაჭერა 70 პროცენტი და კიდევ მეტია. საქართველო კონსოლიდირებულია. ჩვენი კურსია ლიბერალური ეკონომიკა, დემოკრატია, ამით კი თავისუფალი და ღია საზოგადოება მხოლოდ უფრო გამყარდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.პრეზიდენტის სიტყვები „არ იქნება სააკაშვილი იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე“ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. როგორც ჩანს სააკაშვილი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებას ჩაიბარებს ისეთი პიროვნება, რომელიც მისი იდეოლოგიის მომხრე იქნება. მთავარსარდლის ეს დაუფიქრებელი განცხადება საზოგადოებაში ეჭვს ბადებს, რომ 2013 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ მიშას ამჟამინდელი მთავრობის წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ შესაძლებელია სააკაშვილმა უკვე ჩრდილში მყოფმა 2013 წლის შემდეგაც მართოს სახელმწიფო. „კომერსანტში“ გამოპქვეყნებული ინტერვიუს შეფასება „ღია ბოქლომმა“ საპარლამენტო უმცირესობის წევრს „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს სთხოვა.–“არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ კურსი იქნება იგივე“ როგორ ფიქრობთ რას გულისხმბდა მიხეილ სააკაშვილი ამ სიტყვებში?–ამ სტატიაში გამოქვეყნებული ციტატების წაკითხვა შესაძლებელია ორნაირი ინტრპრეტაციით. პირველი რაც შეგვიძლია ვიფიქროთ ის არის, რომ სააკაშვილი თავისი გუნდიდან შეარჩევს, მემკვიდრეს და მას გადასცემს ძალაუფლებას. მეორე ინტერპრეტაციით შეიძლება გავიგოთ, რომ ახალ ხელისუფლებაში იქნება ის ლიდერი, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს გააგრძლებებს, რაც ბუნებრივია მისაღები ვარიანტია, თუ ის საშინაო პოლიტიკურ კურსს გულისხმობს, ნამდვილად არ გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც საკითხებს ისე განიხილავს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება და ხალხი იმ უბედურებაში და სიღატაკეში ეყოლება, რომელშიც დღეს არის. თუმცა საგარეო პოლიტიკაშიც არსებობს სერიოზული ხარვეზები, მაგალითად არასწორი აქცენტები გაკეთდა უკრაინის არჩევნებზე და დავდივართ მაკკეინის სანომრე ნიშნებით. ღმერთმა დაგვიფაროს პრეზიდენტი გახდეს ის პიროვნება, რომელიც ამ ტაქტიკურ შეცდომებს გაიმეორებს.რაც შეეხება მემკვიდრის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ მას გაუჭირდება მემკვიდრის დასახელება, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების შიგნით დაარღვევს ბალანსს და კრახით დასრულდება სააკაშვილის მმართველობა.–ბატონო ლევან, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პრეზიდენტი ამჟამინდელი ხელისუფლების იდეოლოგიის დამცველი იქნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკური კუსი არ შეიცვლება?–გააჩნია რა გაგებით სთქვა. თქვენ გახსოვთ მისი გამოსვლა პარლამენტში, როდესაც აღნისნა, 150 ან 200 წელი ვიქნებით ხელისუფლების სათავეშიო. თუ მიშა თვითონ აპირებს ფრანკებნშტეინობას ცალკე თემაა. მე მგონია, რომ სააკაშვილის ძალაუფლება დასრულდება მაშინ, როდესაც დაიწყებს ფიქრს თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი საკუთარი სახელისუფლებო გუნდიდან. [დაჩი კვიკვინია, "ღია ბოქლომი" 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.