planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-www.newalliance.info_8-150x150.jpg უკრაინულმა კომპანია “pro.mova” მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომლის’ შეფასებითაც, აპრილში ქართული სატელევიზიო არხები ბალანსის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა თუმცა ვერ ახერხებდნენ. როგორც ”pro.mova”-ს წარმომადგენელმა, ვიქტორია ბრენზამ ცესკო-ში, მედიამონიტორინგის შუალედური დასკვნის პრეზენტაციისას განაცხადა,სატელევიზიო არხების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ მერობის კანდიდატები აპრილში დარეგისტრირებული არ ყოფილან, მაინც ახერხებდენ მათზე დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას ქართველი ამომრჩევლისთვის. “იყო შემთხვევა, როცა ერთ კანდიდატს ჰქონდა საშუალება, უშუალოდ მიემართა ამომრჩევლისთვის. მეორე შემთხვევაში კი, სხვა კანდიდატის ნაცვლად, ამომრჩეველს მიმართავდა ჟურნალისტი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ბალანსი. თუმცა, მედიამონიტორინგისას გამოჩნდა, რომ ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დადებითი ტენდენცია არჩევნების დღესაც შენარჩუნდება”’, – აღნიშნა ბრენზამ. მედია-მონიტორინგს განსახორციელებლად ცესკომ უკრაინულ კომპანია “pro.mova”-სთან ერთად, სამი ქართული კომპანია: “ბისიჯი” “აიპიემი” და “პრაიმ-ტაიმი” დაიქირავა. მონიტორინგი 30 მარტიდან დღემდე ხორციელდება და პირველადი შუალედური ანგარიში’”პრო.მოვა”-მ 11 მაისს წარმოადგინა, სადაც მონიტორინგის პერიოდში განთავსებული ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების წუთობრივი ანგარიში იყო წარმოდგენილი. მონიტორინგი 2010 წლის არჩევნებისთვის ხორციელდება და საბოლოო შედეგები არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ქართული კომპანიები რაოდენობრივ და საბაზისო თვისობრივ მონიტორინგზე მუშაობენ. უკრაინული კომპანია კი, შემაჯამებელ, რაოდენობრივ დასკვნით ანგარიშს ამზადებს. როგორც ცესკოში განმარტავენ, მონიტორინგის მეთოდოლოგია შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts