Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - The Huffington Post–ს სტატია მედვედევის პიარ კომპანია “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა” დაუკვეთა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/3RIA-413492-Preview-150x150.jpg გამოცემა The Huffington Post-ტ –ს სტატია სათაურით “ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს”, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ფავორიტმა პიარ-კომპანია “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა” დაუკვეთა.

 

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუს” ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

 

 

წყაროს ცნობით, პიარ-კომპანიამ ანალოგიური შინაარსის სტატიის შეკვეთა რამდენიმე მსხვილ გამოცემაშიც სცადა, თუმცა, სარედაქციო კოლეგიებისგან უარი მიიღო.

 

 

“ექსპრესნიუსის” წყარო მოსკოვიდან ვერ აკონკრეტებს თანხას, თუ რამდენი გადაიხადა “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა” სკანდალურ სტატიაში.

 

 

“ექსპრესნიუსმა” ჟურნალ “Newsweek” –ის რუსული გამოცემის საშუალებით, პიარ-კომპანია “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის” შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 

 

კომპანიას, ალექსანდრ ბუდბერგი ხელმძღვანელობს, რომელსაც მედვედევთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.

 

 

სწორედ “თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის” რჩევით გამოაცხადა მედვედევმა ბრძოლა ალკოჰოლის მომხმარებელთა წინააღმდეგ. ამავე პიარ-კომპანიის იდეით გამოცხადდა კორუმპირებული სახელმწიფო უწყებების რეფორმები. აღნიშნული რეფორმების “გასაპიარებლად” კომპანიამ რამდენიმე გამოცემაში სოლიდური თანხაც გადაიხადა.

 

 

ჟურნალისტ საიმონ შუსტერის წერილი სათაურით – “ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს”, – გავლენიანმა გაზეთმა თჰე Hუფფინგტონ Pოსტ -მა გამოაქვეყნა. ავტორი ამბობს, რომ საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა.

 

 

სტატიის თანახმად, 10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისთვის”.

 

 

აქვე მოყვანილია ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების გამგებლის, დევიდ კრამერის წერილიც, სადაც გამოცემის თანახმად ის ამბობს:

 

 

”ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო”,- The Huffington Post.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...