planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sazo.jpeg საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი სეზონიდან პრიორიტეტული შემეცნებითი პროგრამები და დოკუმენტური ფილმები იქნება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა დაგეგმილ პროექტში შემეცნებითი_საგანმანათლებლო ხაზი იქნება გათვალისწინებული. ჭანტურიას ინფორმაციით, მაუწყებელს უკვე შეძენილი აქვს ,,BBჩ” –ს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართულობას მთელი საქართვლოს მასშტაბით. კერძოდ, კონკურსის წესით შერჩეულ თემატიკაზე გადაცემას ახალგაზრდები გააკეთებენ, ხოლო თემატიკა, იქნება ფართო _ გლობალური დათბობიდან, ქართულ პოეზიამდე და იგი გამოხატვის კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ჭანტურიას განმარტებით, შემეცნებითი გადაცემები და დოკუმენტური ფილმები ნათარგმნი იქნება ოთხ ენაზე, რათა გასაგები იყოს საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობისათვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts