Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ოთარ იოსელიანი: საქართველოს რუსეთი არ სძულს, უბრალოდ ეცოდება – როგორც სულელი!


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ioseliani-150x150.jpgმიუხედავათ იმ მოვლენებისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა, როდესაც რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე მარადიორობდა და მოსახლეობაზე ძალადობას ახდენდა, საქართველოს რუსეთის მიმართ სიძულვილე არ აქვს; უბრალოდ, როგორც სულელი – ეცოდება!

 

 

ამის შესახებ ქართველმა რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა კანის კინოფესტივალზე სააგენტო GZT.ru-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

კანის 63-ე კინოფესტივალზე ქართველი რეჟისიორის- ოთარ იოსელიანის ნამუშევარის “შანტრაპას” პრემიერა გაიმართა. სურათი კონკუსრსში არ მონაწილეობს.

 

 

რეჯისიორი საფრანგეთში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობს, რაც მისი თქმით, საშუალებას აძლევს საქართველოში განვითარებული მოვლენები უცხო თვალით შეაფასოს.

 

 

ოთარ იოსელიანმა თანამედროვე თბილისზეც ისაუბრა.

 

 

“ბოლო დროის განმავლობაში თბილისი ძალიან დამახინჯდა. რაღაც სასწაული შენობები ააშენეს, ყველაფერი განადგურდა. ქალაქში ლამაზი ადგილი თითქმის არ დარჩენილა,”- განაცხადა რეჟისორმა GZT.ru-თან ინტერვიუში.

 

 

კანში 2008 წლის ომის თემატიკაზე გადაღებული, გახმაურებული ჰოლივუდური ბლოკბასტერის “GEORGIA” –ს არსაკონკურსო ჩვენებაც გაიმართა.

 

 

კანის რიგით 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელლს ასევ არასაკონკურსო ფილმმა – “რობინ ჰუდმა” გახსნა. გახსნის ცერემონია ბრიტანელ მსახიობ კრისტინ სკოტ ტომასს მიჰყავდა.

 

 

წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმია წარდგენილი.

 

 

ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და კინოში გოთიკური სტილის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ტიმ ბერტონია. ბარტონთან ერთად ჟიურიში კეით ბეკინსეილი, ბენისიო დელ ტორო და ინდოელი რეჟისორი და მსახიობი შახარ კაპური შედიან.

 

 

ჟიურის გადაწყვეტილება 23 მაისს გახდება ცნობილი. ტიმ ბარტონის განცხადებით, მისთვის კანის კონოფეტივალის თავმჯდომარეობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა, რადგან ნახავს ისეთ ფილმებს, რომლებსაც თავად არასდროს გადაიღებდა.

 

 

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარდა საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.

 

 

ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“საუკეთესო ფილმს ენიჭება. ოქროს პალმის რტო (Palme d’Or) კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიაა. პრემიას ეს სახელი 1955 წლიდან აქვს. 1946-54 წლებში უმაღლეს ჯილდოს „გრან-პრი“ ((Grand Prix – დიდი პრიზი) ერქვა. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ კინოს სამყაროში.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...