Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ალექსანდრე ებრალიძეს არჩევნების პროცესის დაკვირვება სურს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ebralidze2-150x150.jpg“ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირებას ითხოვს.

 

 

ამ შინაარსის წერილით ებრალიძემ ცესკო-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა.

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ცესკო ორ დღეში გადაწყვეტს – მიენიჭება თუ არა რუსეთში მცხოვრები ქართველი ოლიგარქის ორგანიზაციას საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი.

 

 

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიო ხალხთა ფორუმზე დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის ოფიციალური რეგისტრაციისთვის ებრალიძემ გაეროს შესაბამის ორგანოებს სპეციალური დოკუმენტებით მიმართა.

 

 

ალექსანდრე ებრალიძემ ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი 2009 წლის თებერვალში დააარსა, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები კრიტიკულად აფასებენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობას, მოუწოდებენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენისაკენ.

 

 

2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში ებრალიძემ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისათვის.

 

 

დაგეგმილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ისტორიულ სამშობლოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის გაზეთის გამოშვება, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნა საქართველოში.

 

 

ებრალიძე 1955 წელს დაიბადა ბათუმში. განათლება მას რუსეთში აქვს მიღებული. ჰყავს ცოლი, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...