planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/monitori1-150x150.jpg ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”’ ოფისში დღეს, სტუდია “მონიტორის”’მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება გაიმართება. როგორც ”ექსპრენიუსს”’სტუდიიდან აცნობეს, ფილმი 22 წლის გიორგი გევორქიანს ეხება, რომელსაც საქალაქო სასამართლომ ავტომანქანის გაქურდვისთვის 10 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცავებმა გიორგი გევორქიანი 2009 წლის 21 მაისს ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში დააპატიმრეს და ავტომანქანის სარკეების ქურდობაში დასდეს ბრალი. დაკავების დღესვე მას კიდევ ერთი, 1 თვის წინ მომხდარი ავტომანქანის გაქურდვაც წაუყენეს ბრალად. საქალაქო სასამართლომ სამი პატრულ ინსპექტორის, დაზარალებული მოქალაქეების და მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე დაყრდნობით, გევორქიანი დამნაშავედ ცნო.‘სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოწმეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა გევორქიანის საწინააღმდეგო მტკიცებულებები დაზარალებულზე და მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოიპოვეს. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებისას გევორქიანი ცემეს, რითაც სამართალდამცავები არ დაინტერესებულან. სამართალდამცავებმა არ გამოიკვლიეს ნივთმტკიცებები, არ ჩაატარეს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები რაც გევორქიანის დამნაშავეობას დაადასტურებდა ან უარყოფდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts