planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/chanturia.jpeg 1 არხის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას დღეს პარლამენტში ელიან. საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009 წლის ანგარიშს მოისმენენ. ანგარიში პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ შევიდა და მასში საუბარია როგორც გაწეულ საქმიანობაზე და ფინანსურ ხარჯებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ჭანტურია ანგარიშით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგება. დეპუტატები ყურადღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უცხოეთში მცხოვრები ქართველების, ასევე განათლებისა და კულტურის თემების გაშუქებაზე გაამახვილებენ. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლები საკუთარ წინადადებებსაც წამოაყენებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts