planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko-150x150.jpg წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში შედის. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრეცესკომ ბიულეტენების ფორმები უკვე მოამზადა. 2010 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე სახის ბიულეტენები დაიბეჭდება. განსხვავებული იქნება პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ბიულეტენების ფორმები. “ეს იქნება პროპორციული წესით არჩევნებისათვის ჩასატარებელი ბიულეტენი, სადაც იქნება გამოსახული ნუმერაცია, არჩევნების დასახელება და პარტიის დასახელება. ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩასატარებელ არჩევნებს აქ ოდნავ განსხვავებული ბიულეტენები იქნება. იქნება დასახელება არჩევნების, ნომერი, სახელი-გვარი კანდიდატის და წარმდგენი პარტიის დასახელება. იდენტური ბიულეტენი დაიბეჭდება მერობის კანდიდატებისათვის, რა თქმა უნდა შეიცვლება სათაური და ასევე პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეს დილიდან თბილისის ექვს სტამბაში დაიწყო. პროცესს ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადევნებენ თვალყურს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts