Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მუხრან მაჭავარიანის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sameba1-150x150.jpgპოეტ მუხრან მაჭავარიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

 

 

სამებაში დღის მეორე ნახევრიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

 

 

დაკრძალვის ცერემონია ხვალ, 22 მაისს, 13:30 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან ქართველი პოეტის გამოსვენებით დაიწყება. 15:00 საათზე მას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ.

 

 

მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა.

 

 

პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი.

 

 

პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა.

 

 

მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...