Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გაჩეჩილაძე: პროტესტის აქციები გაგრძელდება!


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gachechalaze-150x150.jpg მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერთა განცხადებით, 21 მაისი შესაძლოა უკანონო პატიმართა მხარდაჭერის დღედ გამოცხადდეს.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციურ პატიათა ნაწილი დღეს პარლამენტთან პოლიტპატიმართა მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო”_ს ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გადაჭრის.

 

 

“ჩვენ ვუერთდებით პოლიტპატიმართა მხარდამჭერ აქციას, რათა ამ ადამიანებს სრული თანადგომა გამოვუცხადოთ. აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ხელისუფლებას უკვე კარგა ხანია უკანონო პატიმართა სია გადავეცით და ახლა მათი რეაგირების დროა”_ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

 

 

მოძრაობის წევრებმა ე.წ უკანონო პატიმარს, ცოტნე გამსახურდიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

 

“მოძრაობის სახელით, სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ცოტნე გამსახურდიას. ცოტნე გლდანის ციხეში, პატიმართა მიმართ არსებული დაუნდობელი მოპყრობის გამო უკვე 14 დღეა შიმშილობს”_ განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ.

 

 

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერთა თქმით, ყველა პატიმარი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტ პატიმრები, თავიანთი უკანონო სასჯელის გამო განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...