planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/patriarqi3-150x150.jpgპაატა ბურჭულაძის ფონდ’”იავნანას”’გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც დაესწრება. საღამოს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი დალოცავს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან ამბავს ამცნობს საზოგადოებას. თბილისის სპორტის სასახლეში ფონდი “იავნანას”’გრანდიოზული საქველმოქმედო აქცია სპორტის სასახლეში 24 მაისს გაიმართება. როგორც “ექსპრესნიუსს”’ფონდიდან აცნობეს, 24 მაისის საღამო ყველაზე მეტად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გააერთიანებს, რადგან სცენა მათ საყვარელ შემსრულებლებს – ‘მგზავრებს’, ‘ფრანს’, ნიაზ დიასამიძეს, სალომე კორკოტაშვილს,’ნიკოლშოუს და სუხიშვილების “ასსა ფართის” დაეთმობა. ბილეთის ფასი 5-დან 20 ლარამდეა. აღსანიშნავია, რომ “იავნანამ” უკვე 54 მრავალშვილიანი ოჯახი დააბინავა. ამ აქციების წყალობით 700-ზე მეტი ბავშვი საკუთარ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ‘ 2008 წლის სექტემბერში “იავნანამ” სპორტის სასახლეში აგვისტოს ომის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის მიძღვნილ აქციაზე 11 ათასი ადამიანი შეკრიბა. ომში დაღუპულთა პატივსაცემად, მაშინ ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის’რექვიემი შესრულდა. “იავნანამ”’მრავალ წარჩინებულ სტუდენტსაც გაუწოდა დახმარების ხელი. ერთ-ერთი მათგანი პიანისტი დათო ალადაშვილი ფონდის თანადგომით მსოფლიოში აღიარებულ ჯულიარდის კონსერვატორიაში სწავლობს და ცოტა ხნის წინ კარნეგი – ჰოლშიც გამართა სოლო – კონცერტი. ფონდში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძის მოწოდება, -’”ერთად გადავარჩინოთ მომავალი” უკვე გასცდა მხოლოდ მოწოდების ჩარჩოს და პროექტად იქცა. ‘ “იავნანას”’ტელემარათონების დროს მთელი საქართველო ერთიანდება სიკეთისა და ქველმოქმედების გარშემო და თითო ლარით, ანუ თითო ზარით ნომერზე 30 – 30, ჩვენს თვალწინ სასიკეთოდ იცვლება ათეულობით ბავშვის ცხოვრება,” – აცხადებენ ფონდ “იავნანაში”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts