planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 გაზიარება http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_WASSxey-I/AAAAAAAADqY/fXw7IAgjz38/s200/misha.gifსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერის გიგი უგულავას სურათს გულის ჯიბით ატარებს.თბილისის მერის 9X13-ზე გადაღებილი ფოტო სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს რიყეზე გვირაბის გახსნისას წარუდგინა. პრეზიდენტი გვირაბთან თეთრი “BMW”-თი მივიდა, ჟურნალისტებს უგულავას ფოტო აჩვენა და იკითხა - უნახავთ თუ არა ამ ქალაქში ასეთი კაცი?.“გიგიმ მშენებლობაც იცის, ეს გვირაბიც მან ააშენა და პურის ცხობაც ეხერხება. ერთადერთია თუ არა ეს კაცი თბილისში, არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს. ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ ახლა ამ გვირაბს გავივლით და უნდა წავიდეთ ახლად გახსნილ აუზზე, სადაც წყალბურთში უკრაინა-საქართველოს ჩემპიონატი იმართება”, - განაცხადა პრეზიდენტმა გვირაბის დათვალიერებისას.გვირაბი ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალჰესამდე არსებულ მონაკვეთს აერთიანებს. მისი სიგრძე 1270 მეტრია. გვირაბის საშუალებით განიტვირთება საავტომობილო მოძრაობა და რიყეზე არსებული 8-ჰექტარი ტერიტორია მთლიანად ფეხით მოსიარულეებს დაეთმობა; მოეწყობა თანამედროვე დიზაინის დასასვენებელი პარკი, ღია კაფე-ბარებითა და ამფითეატრებით. ტერიტორია გამწვანდება ათეულობით სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებითა და ბუჩქებით; დასასვენებელ პარკში დამონტაჟდება შადრევანი, რომელსაც ღამე სხვადასხვა შეფერილობა ექნება. შადრევანი “3D” გამოსახულების ფუნქციით არის აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, მასზე ნებისმიერი სახის პანორამა გამოისახოს. გვირაბის ზედა ტერიტორია სრულად იქნება ათვისებული, გამწვანდება და დასასვენებელი პარკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.[წყარო: "ინტერპრესნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts