Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ფავორიტების დასასრული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში


Recommended Posts

გაზიარება

 

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_WCeiR3yBI/AAAAAAAADqg/ndrQKi-AUqY/s200/energo%20pro.gifრატომ დააკავებდნენ ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ პრეზიდენტს, ორივე ხელისუფლების (შევარდნაძისა და სააკაშვილის) ფავორიტს, ინვესტიციებისა და სილამაზის ექსპერტს, გენო მალაზონიას?

გულუბრყვილო მოქალაქე გვიპასუხებს: იმიტომ, რომ მალაზონიამ კანონი დაარღვია, ჩვენი ხელისუფლება კი კანონის დარღვევას „თავისიანებსაც“ არ აპატიებს. ნაკლებად გულუბრყვილოები (რაც არ ნიშნავს ნაკლებად პატიოსანს) მალაზონიას დაპატიმრებას არჩევნებს დაუკავშირებენ და შეკითხვას ამგვარად შემოგვიბრუნებენ: მალაზონიამ დააშავა ის, რომ ზედმეტად გულმოდგინედ აფინანსებდა უგულავას თუ დააშავა ის, რომ თავისი ბიზნესი უგულავას ყულაბად არ აქცია? ეს უკვე, ფაქტობრივად, ვერსიებია.

გუშინ ღამით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტის“ პრეზიდენტი, გენო მალაზონია დააკავა, რასაც პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, მალაზონიას ბრალდება ოთხი მუხლით წაუყენეს. კერძოდ, დაკავებულს ბრალად ედება: განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, თაღლითობა და უფლებების ბოროტად გამოყენება. მალაზონიამ სახელმწიფოს ამ ქმედებების შედეგად 70 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.

სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტი" დაფუძნდა 2004 წელს; 2005 წელს შეისყიდა რუსთავის "აზოტი". 2006 წელს დაასრულა აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობა ქალაქ გარდაბანში. “ენერჯი ინვესტის" მმართველ გუნდში შედიან: გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ალექსეი ბელოვსკი, გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკასა და ფინანსებში კირილ ვანდიშევი, გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციის საკითხებში ოლეგ ჟილინი და მთავარი ინჟინერი ალექსანდრე ხმიადაშვილი.

ინტერნეტში, საინფორმაციო ვებგვერდებზე, გვხვდება ინფორმაცია, რომ მალაზონიას მთავარი ფინანსური დონორი რუსული “ვნეშტორგბანკია” (მალაზონია „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ მუშაობდა). 2009 წლის 19 აგვისტოს უკრაინული საიტი “energoline.com” იუწყებოდა, რომ მალაზონია ოდესის პორტისპირა ქარხნის გასაყიდად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. საიტი აქვე აღნიშნავდა, რომ ქართველი ბიზნესმენის პროექტების მთავარი ფინანსური დონორი რუსული “ვნეშტორგბანკი” იყო.

გენო მალაზონია, "ენერჯი ინვესტში" მუშაობის დაწყებამდე, რამდენიმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა: 1996-1997 წლები მალაზონია “საქართველოს გაერთიანებული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი იყო. 1997-1999 წლები - შავი ზღვის საერთაშორისო კომერციული ბანკის ვიცეპრეზიდენტი. 1999-2000 წლები - საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2000-2001 წლები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2001 წელი - საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი. 2001-2002 წლები – საქართველოს მრეწველობის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 2002-2003 წლები - საქართველოს ქონების მართვის მინისტრის მოადგილე. 2003-2004 წლები - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებში. 2004 წელი - სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დარგში. 2004 წლიდან სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტის” გენერალური დირექტორი, აგრეთვე, როგორც ცნობილია, გენო მალაზონია თბილისში პოპულარული გასართობი კლუბის „ბამბა რუმის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია.

წერილის შესავალში, გულუბრყვილო მოქალაქის რეპლიკაში, გაიჟღერა სიტყვებმა „თავისიანი“. აი, სწორედ, აქ არის ძაღლის თავი დამარხული: „ვისიანია“ გენო მალაზონია? გენო მალაზონია არის ძმებ კოდუებთან ძალიან დაახლოებული ადამიანი, "ქართული ავიახაზების" გენერალური დირექტორის, გიორგი კოდუას მეჯვარე. კოდუების „მრავალფეროვანი“ ბიოგრაფიიდან გაზეთმა „ალიამ“ – თემურ შაშიაშვილის დახმარებით –ამოატივტივა ერთი ფაქტი, რომელიც ნიკა ლომინაძის მკვლელობას ეხება: თემურ შაშიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილ(?) ნუგზარ გვიშიანს ჰყავდა უნიკალური ავტომანქანა, 2003 წელს გამოშვებული „მერსედეს–ბენცი 320“. ერეკლე კოდუას ძმამ, გვიჩიანის დედას ხელიდან გამოგლიჯა ამ მანქანის გასაღები და მას შემდეგ ამ მანქანას ვერ პოულობენ.

 

მალაზონიასა და კოდუების ურთიერთობის სიახლოვის ნათელი დადასტურებაა გიორგი კოდუას მეუღლის, თეონა ჩარკვიანის ერთ–ერთი ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს:http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_WCm7jDbiI/AAAAAAAADqo/q6zm1j3QnDM/s200/1274359299_kaci.jpg „გიორგი (კოდუა) პირველად ჟურნალ "პლეიბოის" პრეზენტაციაზე ვნახე. ერთმანეთი მისმა მეგობარმა, გენო მალაზონიამ გაგვაცნო, რომელიც "მის საქართველოში" ჩემი მონაწილეობისას ჟიურის წევრი იყო. ჩვენ ჯვარი დღემდე არ დაგვიწერია, არც ხელი მოგვიწერია, ახლო მომავალში ვაპირებთ. მეჯვარეები ჩემი ბიძაშვილი და გენო მალაზონია იქნებიან.“

გუშინ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე, მომხმარებელმა „ენერჯი ინვესტმა“ გაავრცელა ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ 3000–კაციანი კოლექტივის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ წერილის სრული ტექსტის მკითხველისთვის მიწოდება:

ბატონო პრეზიდენტო! დიდი ხანია, ვისმენთ თქვენი და თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებას ახალი საწარმოების გახსნასთან და ახალი სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ძალიან გვინდა, დავიჯეროთ ეს ყოველივე, მაგრამ ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება ბოლო პერიოდში ჩვენს საწარმოში, არ გვაძლევს ამის საშუალებას. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებით და დარწმუნებულები ვართ, გეცოდინებათ იმის შესახებ, როგორ შეინარჩუნა ეს საწარმო აქ წლობით და ოჯახებით მომუშავე ადამიანებმა უხელფასობის, უშუქობის, უგაზობის და დიდ ჭირ–ვარამით დატვირთულ პერიოდში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ ერთად და ერთმანეთის გვერდში დგომით, მაშინ, როცა თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასულები, იქ ფუფუნებაში ცხოვრობდით. იქნებ, აგვიხსნათ რას ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელოსამსახურის და კრიმინალური პოლიციის შემოჭრა ჩვენს საწარმოში? ყოველივე ეს იწვევს აქ მომუშავე პერსონალის სტრესულ მდგომარეობას, ეტყობა თქვენ (თუ საქმის ვითარებაში გარკვეული ხართ) და ასევე აქ შემოსულ ადამიანებს წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ქიმიური ქარხანა, თუ რა დიდია რისკის ფაქტორი - აფეთქების საშიშროება. ყოვლად დაუშვებელია აქ მომუშავე ადამიანები იმყოფებოდნენ მსგავს სტრესულ მდგომარეობაში, ეს არის ადამიანის უფლებების ენითაღუწერელი დარღვევა, რასაც „ენერჯი ინვესტის„ მრავალათასიანი კოლექტივი არ დაუშვებს, ეს გახლავთ ერთადერთი მსხვილი საწარმო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, რომლის წარმოებული პროდუქტი არის უაღრესად საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ზემოთ აღნიშნულ მიზეზზე, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით.მოგმართავთ თხოვნით, არ დაუშვათ უხეში ჩარევა საწარმოს საქმიანობაში და მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება.

ბოლო ინფორმაციით, დაუდგენელია ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ დირექტორის მოადგილის კობა დიმიტრიშვილის ადგილსამყოფელი. მისმა თანამშრომლებმა არ იციან, დემეტრაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუ დაკითხვაზე იმყოფება.

[გიგა ჭკადუა, ეკა კვირკველია, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

2907431438646605030-6996250086729278502?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...