planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 რეგიონებში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი მათთვის არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი ვლადიმერ ნაკაშიძე (ქუთაისი) ამბობს: „პირობების თანაბრობაზე საუბარიც კი უხერხულია. ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა, რომელსაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ქირას ვიხდიდი, ფართზე შეთანხმებული ვიყავი და მოულოდნელად მესაკუთრისგან მტკიცე უარი მივიღე. მიზეზი იყო, რომ უკვე გააქირავა. ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, სინამდვილეში აღნიშნული ფართი დღემდე გაუქირავებელია. ისევე როგორც, დაკავებულია ის სარეკლამო ფართები, რომელზეც ბილბორდის გაკვრას „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი მთელი კვირის გამნავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. „ადმინისტრაციულ სამსახურშიც და არქიტექტურაშიც მეუბნებოდნენ, რომ არ იციან, ვინ არის ამ ბიზნესის მესაკუთრე ქუთაისში. ერთი სამსახურიდან მეორეში მაგზავნიდნენ... სამაგიეროდ, მმართველი პარტიის წამომადგენლებისთვის ეს საკითხი უპრობლემოდ გახდა ხელმისაწვდომი“, - ამბობს ნაკაშიძე. წერილი სრულად View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts