planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Evrokavshiri247-150x150.jpgევროპარლამენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება მოითხოვა. ევროპარლამენტმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისდმი. ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგში მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობისადმი მხარდაჭერას დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შიდაკონფლიქტების მოგვარებისკენ არის მიმართული~, – ნათქვამია რეზოლუციაში. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნებს ეთანხმება და იმედოვნებს, რომ კომისიის დასკვნაში მოყვანილ ინფორმაციას მოქალაქეები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გამოიყენებენ. ~რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არიან, მისიის მანდატის შესრულებას ნაწილობრივ ბლოკავენ~, – ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტარები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მხარდაჭერას უცხადებენ და საქართველოში მის სრულად ამოქმედებას მოითხოვენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts