Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ფაშისტური ოკუპაციის თემატიკაზე საქართველოში 15 ფილმს გადაიღებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Malashxia-Shota011-150x130.jpgფაშისტური ოკუპაციის თემატიკაზე საქართველოში 15 ფილმს გადაიღებენ, რომელთა ჩვენება ,,დისქავერსა’’ და ,,ჰისტურიზეც’’ მოხდება.

 

 

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ განუცხადა, ფილმებში ასახული იქნება ის ანალოგიები, რაც დღევანდელ ოკუპაციას ფაშისტურ და საბჭოთა ოკუპაციებთან აქვს.

 

 

მისი თქმით, ფაშისტური ოკუპაცია, საბჭოთა ოკუპაცია, დღევანდელი ოკუპაციები ერთმანეთის ანალოგიურია, რისი უამრავი მაგალითიც არსებობს და კომისია, პირველი არხი და კულტურის სამინისტრო გააკეთებს 15 ფილმს, სადაც ეს პარალელები იქნება ასახული და ამ ფილმებს, არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ საეთაშორისო საზოგადოებაც იხილავს.

 

 

მალაშხიას განმარტებით, ფილმებში იქნება გაკეთებული შედარებები სტალინის, გიტლერის და მედვედევ-პუტინის ცნობილ გამოსვლებს შორის, ასევე, ოკუპაციების სრული ანალოგიების სხვა მაგალითები.

 

 

მალაშხია იმედოვნებს, რომ ფილმები, რომელიც კულტურის სამინისტროს 200 ათასი ლარი დაუჯდება, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე საქართველოს სასარგებლოდ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...