Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორს მკაცრი მითითება მისცა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis_saministro_logo9-150x130.jpgპოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

 

 

საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მკაცრი მითითება მისცა, რათა მათ არ დაეშვათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს.

 

 

“სამწუხაროდ, ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა არ შეასრულა ეს მითითება, ამის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობეს, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არსებულ საჯარო სკოლაში მართლაც ჩატარდა საარჩევნო აგიტაცია და ამ პერიოდში შეწყდა სასწავლო პროცესი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითების დარღვევის გამო, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.” – აღნიშნა ანსრიაშვილმა.

 

 

მისივე განცხადებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მოახდენს მკაცრ რეაგირებას.

 

 

სამინისტრო მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს – ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი მომავალშიც გააგრძელებენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...