Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას საიტი ირაკლი ალასანიამ ვარკეთილის მეურნეობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ვარკეთილის მეურნეობაში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეს ადამიანები გარდა კომუნალური და დასაქმების პრობლემებისა სახლმწიფოს მიერ მოტყუებულნი არიან.

 

 

„ეს ხალხი მოატყუა მერიამ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმაც. ამ ადამიანებს  წინა არჩევნებზე უთხრეს, რომ მათი შენობები დაკანონებული იყო. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ  შენობები სადაც დევნილები ცხოვრობენ დღემდე არ  არის დაკანონებული და ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოასახლონ“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ვიდრე ეს ადამიანები საკუთარ სახლებში – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნდებიან, შეუქმნას მათ უსაფრთხო,  ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

 

 

„მე პირობას ვდებ, რომ დევნილები მერიის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, რადგან ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთლიანად მოიხსნა მათზე პასუხისმგებლობა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ შევცვლით, პირველ რიგში სწორედ თანამოქალაქეებისადმი  გულგრილი დამოკიდებულების  შეცვლა იგულისხმება“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

ნახეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...