Jump to content
Planeta.Ge

კიდევ ერთი ქვა მიშას ბოსტანში


Recommended Posts

საიმონ შუსტერი

 

მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის ოფისამდე მისასვლელად, ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.

10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”. 2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ის, რომ ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა.

 

იმის გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს, ობამას სასტიკი საპასუხო რეაქცია უნდა მიეღო და შაბათს პროცესი დაიწყო კიდეც. The Washington Post-მა ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების განმგებლის, დევიდ კრამერის წერილი გამოაქვეყნა. ეს ის ბიჭია, რომელმაც ბუშის მმართველობისას სააკაშვილი თეთრი სახლის პროექტად აქცია. 15 მაისს კრამერი წერდა: ”ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო”. ეს ალბათ მართლაც ასეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩევლებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, ის, თუ რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი შეექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა.

 

თბილისში უპირველეს ყოვლისა იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი რამ გამერკვია – რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. საღამოს 7 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პრგრამის მეშვეობით მთელს ქვეყანას ამცნო, რომ რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა, რომ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო გამოშვება ინსცენირებულია და ომის სიმულირებას ახდენს, რაც დიქტორმა ნახევარსაათიანი გადაცემის დასაწყისში და ბოლოს მოკლედ აღნიშნა. მაგრამ გაფრთხილება ათასობით მაყურებელს გამორჩა და ისინი რუსული ტანკებისგან თავის დასაღწევის მიზნით, პანიკაში ქუჩაში გამოცვივდნენ. თბილისში ქაოსმა დაისადგურა. (მე ერთ ქალს ველაპარაკე, არმიის რეზერვისტის ცოლს, რომელსაც ამ გამოშვების შემდეგ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო). დროთა განმავლობაში მოქალაქეთა უმეტესობამ გააცნობიერა, რომ ტანკები არსად ჩანს, რომ მთელი ამბავი გამოგონილია და „იმედის“ შენობასთან არეულობა დაიწყო. მეორე დღეს ბრალი სააკაშვილს დასდეს და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს – გამანადგურებელი ომიდან ჯერ ორი წელიც კი არ გასულა, მან კი ეს ყველაფერი დაუშვა.

 

ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში. მან მითხრა „იმედის“ ამ გადაცემამ თავი მოაბეზრა. მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. „ხალხი ჩიოდა გადაცემაზე, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე გადაცემა“, – განაცხადა მან. როგორც ჩანს, უფრო დრამატული ვიდრე მისი სიკვდილი და მისი არმიის გახლეჩა. წინა დღეს, თბილისის ცენტრში, კაფეში სახელწოდებით „პურ-პური“ მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუკსმანმა, ვითარების რამდენადმე უფრო სრული სურათი დამიხატა. მან მითხრა, რომ გადაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, იმედის მაუწყებლობაზე ტელეკომპანიის დირექტორთან იმსჯელა. გლუკსმანს უთქვამს, რომ ისინი: „უფრო პროვოკაციულები უნდა იყვნენ, უფრო სექსუალურები, ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“.

 

რეალურად, ყველას, ვისაც თბილისში ველაპარაკე, ამ უარყოფის არ სჯერა. სააკაშვილის გუნდი არ მალავს მისი და იმედის შეფის, გიორგი არველაძის (როემლიც სხვათა შორის, არ გადამდგარა) მეგობრობის ამბავს და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მრჩეველი, მედიის დარგში, არველაძესთან ტელეკომპანიის პროგრამებს განიხილავდა, ცოტა არ იყოს უცნაურია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სააკაშვილი იმიჯის შექმნის დეტალებშიც ერევა. როდესაც მის ოფისში შევედი, ის ქალაქ ბათუმის რეკონსტრუქციის გეგმას განიხილავდა და თითოეული სახლის პროექტს აანალიზებდა. ასეთი პატარა ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც კი ეს რუტინული დეტალებით ზედმეტ გატაცებას წააგავს. ჩემთვის ძალიან უცნაური იქნებოდა, თუკი ასეთი შოკისმომგვრელი გადაცემის ეთერში გასვლამდე, მას არაფერი ეცოდინებოდა, მით უფრო, მას მერე რაც აღიარა, რომ მისი აზრით, ქართველი ხალხისთვის ამ გადაცემის ნახვა სასარგებლო იყო. რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინციდენტის გამო აღშფოთდა, ხოლო ობამასთვის ყველაფერს ამას გარკვეული მნიშვნელობა მიეცა.

 

პირველი – თუ სააკაშვილმა „იმედს“ მწვანე შუქი აუნთო, ე.ი. მას სახიფათო სპექტაკლებით რუსეთის გახელება სურს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, რუსეთის აგრესიის იდეა ასაზრდოებს, რადგან თავს იმ ერთადერთ ადამიანად წარმოაჩენს, რომელსაც დასავლეთთან თავისი კონტაქტების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მის ოფისთან წარჩინებულთა დაფაზე არიან წარმოდგენილნი, ძალუძს ამ საფრთხის მოგერიება. აქედან იმის ვარაუდიც ჩნდება, რომ თუ პოლიტიკურ საფრთხეს იგრძნობს, ის თავის მოკავშირეებს რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს. გასული წლის შემდეგ, მას მერე, რაც ევროკავშირის გამოძიებამ დაასკვნა, რომ 2008 წლის ომში პირველი გასროლა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, ამ ვარაუდს სულ უფრო მეტი რამ ადასტურებს. ეს გიჟური რისკი იყო, მაგრამ სააკაშვილი ამაზე წავიდა და აშშ და მისი მოკავშირეები ბირთვულ სუპერსახელმწიფოსთან კონფრონტაციაში თითქმის ჩაითრია. როგორც თბილისის ერთმა მკვიდრმა მითხრა, ”ომის დროს სულ ცას შევყურებდით და ვფიქრობდით ”სად ჯანდაბაშია ნატოს თვითმფრინავები?”. როგორც ჩანს, სააკაშვილიც იგივეს იმედოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის რაციონალური მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. ასეთი შეცდომის პატიება ძალიან ძნელია.

 

დენიელ კუნინი, იმ დროს სააკაშვილის უახლოესი მრჩველი იყო და ჩემი აზრით, ის ყველაზე ნიშნეული პერსონაჟია ამ ისტორიაში. ვერმონტის გუბერნატორის ვაჟი, სააკაშვილის გუნდს 2003 წელს, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეურთდა და დემოკრატიით ინფიცირების, ნეოკონების იმჟამინდელი კრედოს ერთ-ერთ ჩემპიონად იქცა (შეიძლება უნებლიედაც). ის ძალიან წარმატებული იყო და სააკაშვილის ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ კუნინი საუკეთესო რამ იყო, რაც იმ დროს საქართველოში ხდებოდა. (”ის ძალიან ნიჭიერი და საქმიანი ადამიანია. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ვისაც კი შევხვედრივარ”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე, სააკაშვილის პოლიტიკური მტერი). მაგრამ რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ, კუნინმა ქართული პროექტისგან დისტანცირება იწყო. ”ახლა ძირითადად არაოფიციალური მრჩველი ვარ”, – მითხრა მან მარტში და დასძინა, რომ თბილისს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობს. ამ ფაქტმა ჩამაფიქრა. თუ კუნინმა, დაახლოებულმა კაცმა, რომლემაც რამდენიმე წელიწადი საქართველოს მთვარობას შესწირა, სააკაშვილისგან გამიჯვნა გადაწყვიტა, რატომ უნდა უერთგულოს მას ობამამ? რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც რომ დავანებოთ თავი, რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა ობამას ეს გამოცდილება?

 

ვერავინ იტყვის, რომ ობამას მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის ფარისევლური, ან პოლიტიკურად უხერხული შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა არის. სულ რაღაც 5 მარტს, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან ინტერვიუს ვიღებდი, შეერთებული შტატები ღიად უცხადებდა თავის ერთგულებას საქართველოს და სხვა ექს-კომუნისტურ მოკავშირეებს. ”ჩვენ გადატვრითვის ფასად არასდროს შევაგდებთ პოლონეთს ავტობუსის ქვეშ”, – მითხრა ოფიციალურმა პირმა. ”ჩვენ არ გავწირავთ უკრაინას და საქართველოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების გამო”. ახლა კი ”იმედის” სკანდალის შემდეგ, მათ რეალურად შეაგდეს საქართველო ავტობუსის ქვეშ და ჯერ არაა ცნობილი, დანამდვილებით დააჯილდოვებს თუ არა მათ რუსეთი გულითადი მეგობრობით. მაგრამ რუსეთის კონტექსტის გარეშეც, ფაქტი ერთია – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც ჩანს, ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა.

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 54
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძუკუ

 

 

ეგ სტატია გუშინ ინგლისურად წავიკითხე და იმედის მოდელირებული ჩვენების ბრალი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.ისედაც ეგრე იქნებოდა მიშა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეგ სტატია გუშინ ინგლისურად წავიკითხე და იმედის მოდელირებული ჩვენების ბრალი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.ისედაც ეგრე იქნებოდა მიშა.

ცხადია რომ აქეთკენ მიდიოდა ჩვენი(აბა მიშა ნაკლებად მაინტერესებს) საქმე.

შავტრაკა ობამას ბრალია ყველაფერი. :holmes: სუბელიანი პრეზიდენტად, ოღონდ მანქანაზე მაკკეინის ნომერი დააბრუნოს :D

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ცხადია რომ აქეთკენ მიდიოდა ჩვენი(აბა მიშა ნაკლებად მაინტერესებს) საქმე.

შავტრაკა ობამას ბრალია ყველაფერი. :holmes: სუბელიანი პრეზიდენტად, ოღონდ მანქანაზე მაკკეინის ნომერი დააბრუნოს :D

როგორ ფიქრობთ ბატონო ძუკუ, შეწყვეტენ ამერიკელები

მიშას დაფინანსებას?

(ყველაზე ძალიან ეს მაინტერესებს, დანარჩენი ნაკლებად,

ვინ ართმევს ხელს, ვინ უღიმის თუ ეჩხუბება)

 

ხომ უნდა აუხსნას ვინმემ ამერიკოსებს რომ ყოველი თეთრი

რომელიც ამერიკის ადმინისტაცია გამოყოფს საქართველოსთვის

მიშას რეჟიმის გაძლიერებას ხმარდება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

 

 

ეხ მიშა, ტრაკში ვართ და უფრო ღრმად მივიწევთ შიგნით.

 

როგორ ფიქრობთ ბატონო ძუკუ, შეწყვეტენ ამერიკელები

მიშას დაფინანსებას?

 

 

შეწყვეტილი აქვთ და ეგ არის.ობამა მაგას არასოდეს არ შეხვდება.სტატიაშიც ეგ წერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

 

 

ეხ მიშა, ტრაკში ვართ და უფრო ღრმად მივიწევთ შიგნით.

 

 

 

 

შეწყვეტილი აქვთ და ეგ არის.ობამა მაგას არასოდეს არ შეხვდება.სტატიაშიც ეგ წერია.

რა შუაშია ლაშა შეხვედრა, თანხები კიდევ მოდის ამერიკიდან,

ეს ნაღდად ვიცი, ამითაა რომ სულდგმულობს სააკაშვილის რეჟიმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშისტების გარდა ყველამ გაიგო უკვე ვისთან აქვთ საქმე..

რას გვიშვება ეს ბელადომანია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შუაშია ლაშა შეხვედრა, თანხები კიდევ მოდის ამერიკიდან,

ეს ნაღდად ვიცი, ამითაა რომ სულდგმულობს სააკაშვილის რეჟიმი

 

 

აბა სად ნახე,ანუ ინფორმაცია საიდან? ბოლოს 4 მილიარდი მისცეს და მაგის შემდეგ არ ვიცი უკვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი გულითადი მეგობრობით. მაგრამ რუსეთის კონტექსტის გარეშეც, ფაქტი ერთია – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც ჩანს, ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა.

ძალიანაც კარგი,

 

აბა სად ნახე,ანუ ინფორმაცია საიდან? ბოლოს 4 მილიარდი მისცეს და მაგის შემდეგ არ ვიცი უკვე.

ეს თანხა ეტაპობრივად შემოდის საქართველოში,

ობამა არაა ვალდებული ბუშის დანაპირები შეასრულოს,

მითუმეტეს რომ მიზეზად თანხების არამიზნობრივი განკარგვა შეიძლება დაასახელოს,

ეს არ ხდება,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

როგორ ფიქრობთ ბატონო ძუკუ, შეწყვეტენ ამერიკელები

მიშას დაფინანსებას?

ალბათ ჯერჯერობით არა.ჩემი აზრით ორი სამი წელი კიდევ უნდა გავუძლოთ. ოღონდ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ნაცებმა მიშა მოიშორონ და თვითონ დარჩნენ.

ისე თანხას რაც შეეხება, როგორც მე ვიცი ომის შემდეგ ერთი მილიარდი მოგვცეს და ამით დამთავრდა. შარშან ცოტა იყო, დაახლოებით 63 მილიონი თუ არ მეშლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ალბათ ჯერჯერობით არა.ჩემი აზრით ორი სამი წელი კიდევ უნდა გავუძლოთ. ოღონდ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ნაცებმა მიშა მოიშორონ და თვითონ დარჩნენ.

ისე თანხას რაც შეეხება, როგორც მე ვიცი ომის შემდეგ ერთი მილიარდი მოგვცეს და ამით დამთავრდა. შარშან ცოტა იყო, დაახლოებით 63 მილიონი თუ არ მეშლება.

ახლახან გადმოირიცხა 80 ლიმონი-ამერიკიდან

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაო შუსტერამ რომ არ თქვას ისე არ ვიცით რომა პიზდეც პოდკრალსა და ისიც მოშნი ხმაურით?

 

ჩვენ უკვე გავბრწყინდით მეგობრებო http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დენიელ კუნინი
მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუკსმანმა

ვინ მართავს ქვეყანას ეეეეეეეეეეე..........................

 

ვანო გვიშველეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე..............................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

erfiro

ვინ მართავს ქვეყანას ეეეეეეეეეეე..........................

30-летний Рафаэль Глюксман ( Rapha l Glucksmann ), сын французского философа Андрэ Глюксмана ( Andr Glucksmann ), проживает в столице Грузии Тбилиси, где работает в качестве советника президента этой страны Михаила Саакакшвили....

ეს ის ანდრე გლუკსმანია, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...