planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 <h1></h1>ირაკლი ალასანია ორხევის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მშენებლის #1-ში აფხაზეთიდან დევნილი ოცი ოჯახი ცხოვრობს. როგორც დევნილები აცხადებენ, შენობა ავარიულია, რის გამოც მესაკუთრე დევნილების დროულად გაყვანას ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ისინი 1992 წლიდან ცხოვრობენ უმძიმეს პირობებში. ამ შენობაში კანალიზაცია ერევა სასმელ წყალს, იყო არაერთგზის მოწამვლის შემთხვევები. ერთ-ერთი დევნილის, ნინო გრიგალაშვილის ინფორმაციით, არაერთი განცხადებით მიმართეს, როგორც გიგი უგულავას, ისე კობა სუბელიანს, თუმცა – უშედეგოდ. „ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ ადამიანებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის და არა მხოლოდ მერობის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ღირსების საკითხია. “მათი არსებობის შესახებ სახელმწიფომ, პრაქტიკულად, დაივიწყა. არის სამწუხარო ტენდენცია, რომ აფხაზეთიდან დევნილები არ სარგებლობენ იმ ყურადღებით, რომელსაც ხელისუფლება იჩენს სამაჩაბლოდან დევნილების მიმართ. არ მესმის, როგორ უნდა ხდებოდეს დევნილთა გაყოფა ან რა პრინციპით შეიძლება ეს მოხდეს. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაზე პატრონი არ ჰყავთ და სწორედ ეს არის პირველ რიგში შესაცვლელი. ჩვენ თითოეულ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ღირსების განცდა და ცხოვრების ელემენტარული პირობები შევუქმნათ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქ.#17-ში ავარიულ სახლში მცხოვრები დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც მოინახულა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და პრაქტიკულად ისინი ვერავისგან დახმარებას ვერ ღებულობენ. “ეს არის ის თბილისი, რომელსაც ჩვენ ტელევიზორებში ვერ ვხედავთ. ეს არის ის ქალაქი, რომლის შესახებ არაფერი ვიცით. აქ ადამიანებს ძალიან უჭირთ და არავის სცხელა გართობისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საიდანაც სწორედ ასეთ შემთხვევებზე უნდა იხარჯებოდეს თანხები, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მერი რეალურად არავის ეხმარება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts