planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Malashxia-Shota1-150x150.jpgეთნოწმედის ფაქტების სრული აღნუსხვა მომავალი ორი წლის მანძილზე დასრულდება და საერთაშორისო სასამართლოებში ამის შემდეგ გადაინაცვლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ განცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ნაწილობრივ მოხდა და მომავალი 2 წლის მანძილზე სრულად დასრულდება იმ ფაქტების აღნუსხვა, რაც 1992-2008 წლებში მომხდარ ეთნოწმენდას ასახავს. მალაშხიას მტკიცებით, ფაქტების წარდგენის შემდეგ, ჩადენილი დანაშაულის გამო საქართველო რუსეთს არა მარტო პასუხს, არამედ კომპენსაციასაც მოსთხოვს. მალაშხიას კომისიაში საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის ივნისი – 2010 წლის მაისი – გაწეული მუშაობის ანგარიშის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts