planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4102-copy1-150x150.jpg პოლიტიკურმა გაერთიანება “სახალხო დემოკრატებმა” ნაძალადევის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაიოზ ჩარკვიანი წარუდგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას, პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დღეს წარუდგინა. მერობისა და მაჟორიტარების კანდიდატები ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. როგორც გაიოზ ჩარკვიანმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისი როგორც ადვოკატის პრიორიტეტი, მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვა იქნება. “მე მოსახლეობას ვპირდები რომ ყოველთვის ვიზრუნებ მათზე და მათ უფლებებს დავიცავ. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ თუ უნდათ შეაჩერონ თბილისის ნგრევა შემოხაზონ 25,”_ განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა. ჩარკვიანმა ასევე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები და სოციალური სფეროს საკითხები განიხილა, რის მოგვარებაშიც კანდიდატი ამომრჩევლებს დახმარებას და თანადგომას დაჰპირდა. “ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია, გაიოზ ჩარკვიანი არის ადამიანის უფლებადამცველი და დარწმუნებული ვარ შეძლებს ღირსეულად ემსახუროს ამ რაიონის მოსახლეობას და იზრუნოს მათზე”_ განაცხადა პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას. გაიოზ ჩარკვიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. მის წარდგენას პარტიის წევრების გარდა, რამდენიმე ცნობილი ადვოკატი, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი – ზაზა ხატიაშვილი და გელა ნიკოლაიშვილიც ესწრებონენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts