planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/samxedro-150x150.jpgხელაჩაურის რაიონში #44 – 762-ე სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცის, დავით თაყაძის მამა- ალექსი თაყაძე აცხადებს, რომ მისი შვილი ჯარში ცემის შედეგად მოკლეს. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ალექსი თაყაძემ განუცხადა. შვილმკვდარი მამა კვლელობას მობილურ ტელეფონს უკავშირებს. ,,ჩემი შვილი მობილური ტელეფონის გამო მოკლეს. ტელეფონი ჩუმად ჰქონდათ შეტანილი ბაზაზე ბიჭებს მათ შორის ჩემს შვილს. სერჟანტმა ჩამოართვა, თუმცა 2009 წლის 12 ნოემბერს 7 საათსა და 15 წუთზე ჩემმა შვილმა დაგვირეკა სახლში და გვითხრა, რომ 5 ლარი ჩაგვერიცხა სერჟანტისთვის ილია კოპალეიშვილისთვის. ამის შემდეგ ჩემი შვილი 2 საათში იქნა მოკლული. თავდაცვის სამინისტრო კი გვიმტკიცებს, რომ ჩემი შვილი 11 მეტრიანი ცისტერნიდან გადმოვარდა რაც გამორიცხულია, რადგან გვამზე ჩემს შვილს ცემის კვალი ეტყობოდა’’, – განაცხადა თაყაძემ. ,,ექსპრესნიუსს’’ ალექსი თაყაძემ დავით თაყაძის გვამის ფოტომასალაც წარმოუდგინა, სადაც ცემის კვალი აშკარად ჩანს. ამასთან, თაყაძის მტკიცებით, გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დავით თაყაძე ცისტერნაზე ასულიც კი არ არის. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, ალექსი თაყაძის განცახდებით, ფაქტს თავდაპირველად ბათუმი იძიებდა, ხოლო შემდეგ საქმის გადაცემა თავდაცვის სამინიტრომ მოითხოვა, თუმცა უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს და ოჯახს ყურადღებას არ აქცევს. დავით თაყაძე ხელაჩაურის აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, როგორც წვევამდელი. Mმას ჯარში ნამსახურები ჰქონდა 7 თვე, ხოლო მსახურობისთვის დარჩენილი 5 თვე ჰქონდა. ,,ჩემი შვილი შვებულებით სახლში სამ დღეში უნდა მოსულიყო შვებულებით, თუმცა 12 ნოემბერს მომიკლეს’’, – დასძინა ალექსი თაყაძემ. გორის რაიონის სოფელ კორბალში მცხოვრები თაყაძეების ოჯახი მათი შვილის დაღუპვის გამომწვევი მიზეზების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. თაყაძეების ოჯახის წევრები ახლობლებთან ერთად, დღეს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და ფაქტზე შესაბამისი ორგანოებიდან რეაგირება მოითხოვეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts