planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/biznesi-150x150.jpg პროექტ “დაბრუნება საქართველოში”-ს ფარგლებში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების საქართველოში 3-დღიანი ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ბოლო დღეს, 19 მაის რუსთავში შსს მომსახურების ცენტრს და შემდეგ სიღნაღს ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა მომსახურების ცენტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაპუნა დავითაიასთან ერთად დაათვალიერეს. ბიზნეს-დიასპორის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად ეხილათ მომსახურების ცენტრის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სეგმენტის მუშაობა, მათ შორის ავტომობილის მართვის მოწმობის გამოცდის მიმდინარეობა და შემდეგ მისი გაცემის პროცედურა. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო საქართველოში ასეთი თანამედროვე მომსახურების ცენტრის არსებობა, რომელიც მოქალაქეებს პროცედურულად მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს სთავაზობს. ბიზნეს-დიასპორის წარმომადგენლებმა ასეთივე პოზიტიური შეფასებები გააკეთეს კახეთში სიღნაღის დათვალიერების შემდეგ, სადაც მათ ქალაქის ინფრასტრუქტურა და სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიცია დაათვალიერეს. სიღნაღში დელეგაციის ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა აღნიშნა, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტი წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ საქართველოსი არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მისი განვითარების პერსპექტივებს და მიმდინარე პროექტებს. ამასთან, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო იდეა, მათ შორის საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე, რომელშიც ქართველი მეწარმეებიც გაერთიანდებიან და სადაც ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხილვა მოხდება. ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ქართული ბიზნეს-დიასპორის საქართველოში პირველმა ვიზიტმა დაადასტურა, რომ “დაბრუნება საქართველოში” წარმატებული პროექტია და ის მომავალშიც გაგრძელდება. პროექტი “დაბრუნება საქართველოში” 16-19 მაისს ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უცხოეთში (თურქეთში, კვიპროსში, აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში) მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენების 23-კაციანი ჯგუფი. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნესფორუმში და კიდევ რამდენიმე ღონისძიებაში, ეწვივნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts