planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/filmi2-150x130.jpgკინოთეატრ “ამირანში” პროექტი “5”-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. კინოსტუდია “სანგუკომ” და “კონტროლსტუდიომ” ახალი კინოპროექტი “5” წარმოადგინა. პროექტი ხუთ სრულმეტრაჟიან ფილმს მოიცავს. პროექტის მესვეურების განცხადებით, ფილმების გადაღებები 15 ივნისიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ფილმები კინოთეატრებში ეტაპობრივად გამოვა. პროექტი “5” -ის ფარგლებში პირველად თაკო შავგულიძის ფილს “დაბადებულები საქართველოში” გადაიღებენ. ფილმებში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი 3 ივნისიდან – 5 ივნისის ჩათვლით 12საათიდან-14 საათამდე ჩატარდება. ფილმებში ასევე ცნობილი მსახიობებიც, ვანიკო თარხნიშვილი, გიორგი გიორგანაშვილი, ნუცა კუხიანიძე და სხვა, მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი “5” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში I ადგილზე გასული პროექტია. მისი სრული ბიუჯეტი 2 400 000 ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts