ra qveyana daangries Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 გაზეთ “რეზონანსისა” და საია-ს საჩივარზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტებებს აკეთებს”ინტერპრესნიუსი” თქვენს მობილურში 20 / 05, 2010 14:26 Print Font size: გაზეთ “რეზონანსის” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) საჩივარზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტებებს აკეთებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სააპელაციო სასამართლოდან აცნობეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ყოველდღიური გაზეთი “რეზონანსის” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე; მითითებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია `ინტერ რაო ეეს -ს~ შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი `ენგურჰესის ეფექტიანად ექსპლოატაციის შესახებ~ მიჩნეული იქნა კომერციულ საიდუმლოებად და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საჯარო ინფორმაციის სახით მის გაცნობაზე; ასევე დავის საგანია `მემორანდუმის~ საჯაროობა და მოსარჩელეთათვის ხელმისაწვდომობა;“საქმის მასალების მიხედვით `მემორანდუმის~ გასაიდუმლოებას საფუძვლად დაედო კომპანია `ინტერ რაო ეეს-ის~ მოთხოვნა, რომელმაც 2009 წლის 16 იანვარს წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აცნობა, რომ `მემორანდუმს~ მასში შემავალი კონფიდენციალური ინფორმაციის გამო `ინტერ რაო ეეს-ში~ მიენიჭა გრიფი `კომერციული საიდუმლო~, რისი გათვალისწინებითაც კომპანია ითხოვდა კონტრაქტორს (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო) მხედველობაში მიეღო დოკუმენტის განსაკუთრებული სტატუსი და მომავალში მასთან დაკავშირებით დაეცვა კონფიდენციალურობა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის #11 ბრძანებით, მხედველობაში იქნა რა მიღებული `ინტერ რაო ესს-ის~ 2009 წლის 16 იანვრის წერილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს `ინტერ რაო ეეს-ს~ შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიჩნეული იქნა კომერციულ საიდუმლობად; სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27.2 პრიმა მუხლის დანაწესს იმის შესახებ, რომ კომერციული საიდუმლოებაა ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას; სასამართლოს მოსაზრებით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც კერძო სამართლებრივი ხასიათის გარიგებებს დებენ საჯარო დაწესებულეებთან, ამ გარიგებების მიმართ აქვთ კომერციული მიზანი, რომელიც უკავშირდება ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას; შესაბამისად, ამ გარიგებების მიმართ მეწარმე სუბიიექტებს გააჩნიათ გასაიდუმლოების ინტერესი; როდესაც კერძო სამართლის სუბიექტი კონტრაქტორისაგან ითხოვს იმ შეთანხმების გასაიდუმლოებას, რომლის მიმართაც მას აქვს კომერციული ინტერესები, რაც ბაზარზე მისი კონკურეტუნარიანობის განმსაზღვრელია, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაამჟღავნოს შეთანხმების პირობები მესამე პირებთან; ასეთი დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომლის კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებაც არის მოთხოვნილი; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27.2. პრიმა მუხლი საჯარო დაწესებულებას ანიჭებს უფლებამოსილებას, მიუხედავად კერძო სუბიექტის მოთხოვნისა, ინფორმაცია არ მიიჩნიოს კომერციულ საიდუმლოებად, რაც დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით; აღნიშნულს მოცემულ სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება `მემორანდუმის~ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ, არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს შესაბამისად, მოსარჩელეთა პოზიცია დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული”,-ნათქვამია სასამართლოს განმარტებაში. რა ქვია ეხლა ამას??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 რა ქვია ეხლა ამას???მაგას ბიზნესი ქვია კომერციული საიდუმლოება კომერციული საიდუმლოებაა მამენტ აშშ-იშიც, გერმანიაშიც, ლაბრადორის კუნძულებზეც და საქართველოშიც კი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif მეორე საკითხია ის თუ ოფიციალურად ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწფიოსთან კომერციული საქმიანობა რამდენად არის ან არ არის მისაღებ/მიუღებელი.. ხოდა ეგრე რა.. ეგ ახვრები მე სახელმწიფოს მტრად მაცხადებენ არაფრის გამო და თავად იმ მტერს მიყიდეს მთელი ქვეყანა.. ახეა რა.. ახეა ჩემზეც და საზოგადოებაზეც ესეთი თესლები რომ რულავენ გურჯისტანსა ზედა.. სხვა რა უნდა თქვა .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 asds მეორე საკითხია ის თუ ოფიციალურად ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწფიოსთან კომერციული საქმიანობა რამდენად არის ან არ არის მისაღებ/მიუღებელი..რასაკვირველია მიუღებელია...მაგრამ რად გინდა...მაგ თემა უკვე წელიწადზე მეტია აქტუალური...მარა ნაცებს რამეს შეაგნებიებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 newstudio მარა ნაცებს რამეს შეაგნებიებ?რათქმაუნდა ვერ შეაგნებინებ. მაგათ ვერაფერს ვერ შეაგნებინებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.