planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში, ხოდაშენის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისია და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი ერთ შენობაშია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიიდან სოფელში კენჭს აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ბახბახიშვილი იყრის. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ წითელაური მასწავლებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას ავალდებულებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიიდან ხოდაშენის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ლეილა ჯავახიშვილმა აცნობა. მისი თქმით, სკოლაში ოპოზიციასაც ჰყავს რამდენიმე მხარდამჭერი, თუმცა მათ ყოველგვარი აქტივობა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. „მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, ზაურ წითელაურმა გამაფრთხილა, რომ ჩუმად ვიყო, თორემ სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები მეც შემექმნება“, - აღნიშნა ლეილა ჯავახიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ წითელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის ივერი წითელაურის მამაა. ივერი წითელაური შვებულებაშია გასული და „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბში მუშაობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts