Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანმა დღევანდელ ბრიფინგზე ძველი ხარფუხის პრობლემებზე ისაუბრა


Recommended Posts

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ სოფიო ხორგუანმა მისი ოლქი კარდაკარის პრინციპით შემოიარა და მოსახლეობის პრობლემებს დეტალურად გაეცნო. რომ არა ხელისუფლების ვუმოქმედობა, ზოგიერთი საკითხი აქამდეც უნდა მოგვარებულიყო, - მიაჩნია მას.

 

 

სოფიო ხორგუანმა დღევანდელ ბრიფინგზე ძველი ხარფუხის პრობლემებზე ისაუბრა: გრიშაშვილის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, თუმცა პრობლემები აქაც ისეთივეა, როგორც გარეუბნებში. 12 ოჯახი ბუნებრივ აირს ვერ იღებს, თვეზე მეტია ქუჩაში ქვიშა დაყარეს, მაგრამ ასფალტი დღემდე არ დაუგიათ, ბორდიურები კი იმდენად მაღალია, მეპატრონეებს მანქანები ეზოებში ვერ შეყავთ.

 

 

ამავე უბანს ეკუთვნის ბექა ოპიზარის ქუჩა, რომლის 7 ნომერში 18 ოჯახი ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, ღამით ქოლგებით სძინავთ. სახლის სახურავი ისეთი ძველია, რომ შინ და გარეთ ერთნაირად წვიმს. ამ სახლს უკანა მხრიდან დემირელის სახელობის სკოლა ესაზღვრება, საიდანაც მოსწავლეები ხშირად სახურავზე გადადიან და კიდევ უფრო აზიანებენ.

 

 

პრობლემებია ქუჩაზეც, სადაც წყალკანალის სამსახურის მიერ მილების გამოცვლამ გზა კიდევ უფრო დაანგრია. მუშებმა ასფალტი აყრილი დატოვეს.

 

 

ცურტაველის ქუჩის 22 ნომერში კი ოთხი ოჯახი ბარაკული ტიპის ნახევრადსარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საერთო მოუწყობელი ტუალეტიდან საშინელი სუნი მთელ ქუჩაზე ვრცელდება. აქ მცხოვრები, ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანები მხოლოდ ყოველდღიურ საკვებზე ფიქრობენ. ახალგაზრდები დაუსაქმებელი არიან, ასაკოვანი ადამიანები კი პენსიის სიმცირეს უჩივიან.

 

 

ქუჩაზე განათების ბოძები კი დგას, თუმცა არ ანათებს. დანგრეულ გზაზე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და განსაკუთრებით ხანდაზმულებს გრიშაშვილის ქუჩამდე ფეხით უჭირთ ჩასვლა“.

 

 

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი მოსახლეობას თანადგომას და ქალაქის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უფრო ქმედით დახმარებას პირდება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...