planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gvalaze-150x150.jpg “საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ პატენტმფლობელებს, გამომგონებელებს და სასაქონლო ნიშნების მფლობელებს საპატენტო სიგელები გადასცა. დღესვე შედგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა კიდევ ერთი ჯგუფის საავტორო უფლების ობიექტების დეპონირების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაც. “საქპატენტის” განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, საავტორო უფლებების წარმოშობა არ არის დაკავშირებული რეგისტრაციის ფაქტთან. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება, შესანახად გადაცემა, “საქპატენტში” განახორციელოს. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად _ საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს ამ ფაქტის რამე საწინააღმდეგო დასაბუთება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts