Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჩახვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს წინასაარჩევნო დარღვევებზე გამოძიება დროულად დასრულდეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/chaxvadzeguram.edp_4-150x150.jpg ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გონივრულ ვადებში დასრულდეს გამოძიება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა.

 

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩახვაძემ განაცხადა, ყველაზე ტოტალურ ზეწოლას საარჩევნო კანდიდატებზე, ადგილი ჰქონდა მესტიაში, რის გამოც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს ზაზა გოროზიას შვებულებაში წასვლა ურჩიეს და საარჩევნო კომპანიას ჩამოაშორეს.

 

 

ჩახვაძის თქმით, საზოგადოებაში მოლოდინია, რომ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით მოხდება გამოძიება და საჯარო მოხელეები სათანადოდ დაისჯებიან, რაც გაზრდის საზოგადოების ნდობას არჩევნების მიმართ.

 

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მესტიაში საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლას პირადად ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე და აფხაზეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ანზორ მარგიანი ახორციელებდნენ. რის შედეგადაც ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს 3 მაისს, ღამით, გამგეობის შენობაში, დააწერინეს განცხადება კანდიდატურების მოხსნის შესახებ.

 

 

ჩახვაძის თქმით, ყველა კანდიდატის უფლება აღდგენილია, მხოლოდ ერთერთმა მათგანმა განაცხადა უარი, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...