Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხულოს რაიონის სკოლაში წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია ჩატარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/xulo-150x150.jpg ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი დარღვევა გახდა, რომლის თანახმადაც სკოლაში წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია ჩატარდა.

 

 

განცხადება ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.

 

 

პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

 

 

სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხულოს რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში საარჩევნო აგიტაცია ჩატარდა და ამ პერიოდში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითების დარღვევის გამო, საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან.

 

 

საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მკაცრი მითითება მისცა, რათა მათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს არ დაეშვათ.

 

 

დარღვევის შესახებ სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ”ახალი თაობა ახალი ინიციატივა” და ”საზოგადოება ბათუმელი” აცნობეს.

 

 

განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მკაცრ რეაგირებას მოახდენს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...