Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დიმიტრი შაშკინმა ქალაქ ფოთის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini395-150x150.jpg განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და 2010-2011 წლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

 

 

კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა პედაგოგების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, დამამთავრებელი კლასებისათვის სავალდებულო 10 გამოცდაზე, უსაფრთხო სკოლაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

 

 

ასეთი შეხვედრების შედეგად, მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენელნი პირადად აცნობენ პედაგოგებს სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ.

 

 

ქალაქ ფოთში 14 სკოლაა, მათ შორის 11- საჯარო, 3 – კერძო;

600 მასწავლებელი და 6 500 მოსწავლეა; წელს ქალაქს 5 ოქროსა და 19 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს; 2006-2009 წლებში მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა – 2 საჯარო სკოლას, ნაწილობრივი – 9 საჯარო სკოლას; 2006-2010 წლებში: ”ირმის ნახტომის” პროგრამის ფარგლებში ფოთის სკოლებში 270 კომპიუტერი, 8 ნოუთბუქი და 10 პროექტორია შეტანილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...