Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ფოთში გაზის ქსელის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1406.jpgენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზია დღეს, ”სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ ფოთის გაზის ქსელის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

 

 

ფოთის გაზის ქსელის მშენებლობა 2010 წელს დაიწყება. აშენდება 158 კმ სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ გაზის ქსელში ჩართვის საშუალება ექნება 21000 პოტენციურ აბონენტს, ამასთან ერთად გაზიფიცირებული იქნება 174 სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი.

 

 

საქართველოს ეკომომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზს”- შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად. აშენებულია გაზსადენები საგარეჯოს რაიონის სოფელ იორ-მუღანლოში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, დმანისის რაიონის სოფელ ტნუსში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში, დაბა სურამში, ქალაქების ზუგდიდის, დუშეთის, ხაშურის, ახმეტის, ქარელის, ლანჩხუთის ქუჩების გაზის ქსელები და სხვა.

 

 

ქვეყნის გაზიფიცირების მიზნით შპს ”სოკარ ჯორჯია გაზმა” საქართველოში შეიძინა 30 გაზგამანაწილებელი კომპანია, რომელიც მარაგდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...