Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჩახვაძე: საარჩევნო მონიტორინგის ინტერფრაქციულ ჯგუფში დარღვევების ახალი ფაქტები ფიქსირდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/chaxvadzeguram.edp_5-150x150.jpg საარჩევნო მონიტორინგის ინტერფრაქციულ ჯგუფში დარღვევების ახალი ფაქტები ფიქსირდება, თუმცა ეს ფაქტები განმეორებითი და მასიური ხასიათის არაა.

 

 

ამის შესახებ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

ჩახვაძის თქმით, პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე 9 მაისის აღსანიშნავად დიდი სამამულო ომის ვეტერანები მედლებით დაჯილდოვდნენ და რიგ რაიონებში ამ მედლებს მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიგებდნენ, რაც ადმინისტრაციული ხარჯების უკანონო გამოყენებად უნდა ჩაითვალოს.

 

 

ჩახვაძის ინფორმაციით, ბათუმში, ბაღდათში, ლენტეხში და ხულოში გამოვლინდა შემთხვევები, როცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუკი ისინი სახელისუფლებო კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს, მოეხსნებათ სოციალური დახმარებები.

 

 

დეპუტატი მოსახლეობას შეახსენებს, რომ სოციალურ დახმარებებს არა ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლება მართავს, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ასეთი მუქარა პრაქტიკაში არ განხორციელდება.

 

 

ჩახვაძემ ბრიფინგზე სხვა დარღვევების ფაქტებზეც ისაუბრა და მოუწოდა ხელისუფლებას, თითოეულ დარღვევაზე გამოძიება მოხდეს გონივრულ ვადებში, რათა მოსახლეობის მოლოდინი გამართლდეს.

 

 

საპარლამენტო და სამთავრობო მონიტორინგის ჯგუფების მიერ, თბილისში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება.

 

 

თბილისისათვის ამ ეტაპზე მხოლოდ პლაკატების ჩამოხევაა დამახასიათებელი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...