planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bregaze1-150x150.jpg რუსეთი არ აპირებს ფსონის დადებას არც ერთ პოლიტიკოსზე, ვინც თითქოსდა მოლაპარაკებებისათვის რუსეთში დადის. ის აქცენტს გააკეთებს ისეთ ადამიანზე, ვინც დღეს ჩრდილშია, მას მხოლოდ გვარი ექნება ქართული და არ იქნება ქართველი. განცხადება ამის შესახებ პარტია “თავისუფლების” წევრმა სანდრო ბრეგაძემ დღეს პრეს-კლუბ “პრაიმ-ტაიმში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტებთან ბრეგაძემ საქართველო– რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. კონსტანტინე გამსახურდიას თანაგუნდელი ამბობს, რომ რუსეთი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით არ შემოიფარგლება. ბრეგაძის პროგნოზით საქართველო შეიძლება გუბერნიებად დაიყოს და ისინი ხელისუფლებას არ დაექვემდებარონ. მისი განმარტებით, ამ პროცესებში მონაწილეობას განაწყენებული კრიმინალური სამყაროც მიიღებს. “დიდი ვალი დაეკისრება ამ შემთხვევაში კრიმინალებს, რადგან ისინი განაწყენლებულნი არიან და აუცილებლად მიიღებენ საქართველოს დანაწევრებაში მონაწილეობას. რუსეთის სცენარია, რომ აქ არ დალაგდეს სიტუაცია. რუსეთმა მოაწყო პროვოკაცია, რომელსაც საქართველო წამოეგო. ამის შემდეგ კი ომი დაიწყო. რუსეთის სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებათ, რომ პროვოკაცია მოახდინონ საქართველოში,”- განაცხადა ბრეგაძემ. მისი თქმით, შარშან რუსეთის შეთავაზებას, გაკეთებულიყო ეროვნული პარტია, მისი პარტია არ დაეთანხმა. პარტია “თავისუფლების” წევრი 26 მაისის აღლუმსაც გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ხელისუფლება აღლუმს არ ჩაატარებს, ვინაიდან, ბრეგაძის შეფასებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში სამხედრო აღლუმები არ უდა ტარდებოდეს. „ჩვენი ძალა არ არის არმიაში. ჩვენი ძალა არის სიმართლეში და ზეიმების გამართვაში თავშეკავებულები უნდა ვიყოთ. 26 მაისს დაგეგმილი აღლუმი ყვარყვარეს აღლუმს ჰგავს. დამოუკიდებლობის დღე შეიძლება კონცერტით ბანკეტით და ა.შ. აღინიშნოს. ხელისუფლება დიდ დარტყმას აყენებს ეკლესიას. გიგი თევზაძე რუსეთის დასმულია და არა “კაგებესი”. ამიტომაც გაიმართა ილია ჭვჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასეთი წიგნის პრეზენტაცია,“ – განაცხადა ბრეგაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts