planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze7-150x150.jpg პარტია “მომავალი საქართველოს” ლოდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე, დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეებს შეხვდა. ლაღიძემ მათ საკუთარი პროგრამა გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. გარემოვაჭრეებისათვის ძირითადი პრობლემა ადგილების უქონლობა აღმოჩნდა. მათი განცხადებით, მათ ბაზრობის დირექცია არ აძლევს საშუალებას დადგნენ ადგილებზე და პროდუქცია გაყიდონ, რადგან ადგილების სანაცვლოდ დიდ თანხას თხოულობენ. გარემოვაჭრეები ძირითადად რაიონიდან ჩამოსული ხალხია, რომლებიც საკუთარ ოჯახებს მხოლოდ აქ შემოსული თანხით არჩენენ. მერობის კანდიდატმა გიორგი ლაღიძემ მათ დახმარება აღუთქვა. “მათ აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა. საქართველოში აუცილებელია დაწესდეს ფიქსირებული გადასახადები გარემოვაჭრეებისათვის ასევე სახელმწიფომ არ უნდა მოსთხოვოს მათ სალარო აპარატების ხმარება. ჩვენი არჩევის შემთხვევაში მათ მიზერული ფიქსირებული გადასახადები დაუწესდებათ. ასევე გამოიყოფა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი თანხები რათა ამ ადამიანებმა ოჯახების რჩენა შეძლონ” – აღნიშნა ლაღიძემ. დიდუბის ბაზრობის გარემოვააჭრეებმა გიორგი ლაღიძეს არჩევნებზე წასვლას და მხარდაჭერას დაპირდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts