Nukriko Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 analgin თუ მის მიერ შემუშავებულ სოციალური უსაფრთხოების სისტემას გულისხმობ ამაში გეთანხმები. ეგ იმდენად მძლავრი ინსტრუმეტია, რომელიც ნებისმიერ, ოღონდ არარადიკალ მემარჯვენე ხელისუფლებას დააბალანსებს თუ რა თქმა უნდა იმ ხელისუფლებამ ეს სისტემა არ გააუქმა.ნუ რეალურად ლიბერტალიანიზმი საზოგადოებას თიშავს, ოფიციალურად აცხადებს რომ ჩვენ ყველა ერთმანეთის კონკურენტები ვართ და მხოლოდ ის გადარჩება ვინც ძლიერია, ხოლო სუსტს სახელმწიფო არ დაეხმარება რადგან ეს დახმარება ბოროტებაა. ამ მხრივ ხდება ერთი საინტერესო მომენტი, უმუშევრობა იაზრდება, ხოლო წარმატებული ბიზნესმენები მცირდება, ასევე მონოპოლისტური კომპანიები საკუთარ ხელში იმხელა ძალაუფლებას მოუყრიან თავს, რომ მერე დემოკრატიული უფლებები იზღუდება, როგორც ეს ბუშის დროს ხდებოდა. საერთოდ მსგავს იდეოლოგიას მტრის ხატი სჭირდება,რ ადგგან მის გარეშე თავის სისაძაგლეს ვერ ჩაიდენს, ამიტომ იყო რეიგანი ესე გამწარებულად ებრძოდა სსრკ-ს, ხოლო ბუში კი ტერორიზმს.. ამ დროს კი ქვეყანა კრიზისისთვიოს ემაზადებოდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 (edited) shamili ლიბერტარიანიზმისთვის დამახასიათებელია სახელმწიფოს როლის და ფუნქციების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა. ლიბერტარიანული იდეოლოგიის მიხედვით ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს იმდენად, რამდენადაც ეს განხორციელდება თავად ადამიანის სურვილის საფუძველზე.მოკლედ ლიბერტარიანელები სახელმწიფოსა და მმართველობის როლის მინიმუმზე დაყვანას ქადაგებენ. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენია ჰიპერმილიტარისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება?ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ აშშ-ა, მაგრამ მათი ფინანსური, ადამიანური და პოლიტიკური რესურსები და ჩვენი ერთია? ლიბერტარიანიზმის დამკვიდრების საფუძველი შეიძლება მხოლოდ დიდი ფული გახდეს. როცა ქვეყანაში ასობით და ათასობით კომპანიაა ისეთი, რომელთა კუთვნილი ბიუჯეტი ბევრი სხვა ქვეყნისას მრავალჯერ აღემატება, მათ უჩნდებათ მოთხოვნა და საშუალება საკუთარი თავი თავადვე დაიცვან მაქსიმალურად და არ სურთ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა. ზუსტად მაგ იდეოლოგიის გამოა ლიბერტარიანიზმი ჩემთვის მისაღები. მე პირადად ჩემს ნებას ( და ყველა ინდივიდს ) უფრო მაღლა ვაყენებ ვიდრე სახელმწიფოს და არ ვცნობ კანონის უზენაესობას, მე მორალური პრინციპების უზენაესობას ვცნობ მხოლოდ, თუმცა ეს აქ სასაუბრო არ არის. ზუსტად ჩემს მორალურ პრინციპებში შედის საკუთარი სიცოცხლის უგულებელყოფა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალებისთვის ( და არა მოქალაქეობრივ ვალდებულებაში, რასაც საერთოდ არ ვცნობ ). მე აქ ხაზი გავუსვი რამდენჯერმე რომ ჩემთვის მისაღებია მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი და არა მემარცხენე, კომუნისტურსი და სოციალისტურ იდეოლოგიაში გადასული ლიბერალიზმი ჩემთვის ჩემი ერის და სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობაა წმინდათაწმინდა და არა სახელმწიფო ინტერესები. ჰიპერმილიტარისტული ზესახელმწიფო ჯარში სავალდებულო გაწვევას არ გულისხმობს. ჯარისკაცს რომ ომში წასვლა არ უნდა და იზულების წესით მიჰყავთ იმ ომის და იმ ძალით ომში წაყვანილი ჯარისკაცის დედა ვატირე. რეიგანის დროს არ იყო აშშ ჰიპერმილიტარისტულიც და ლიბერტარიანული იდეოლოგიის მატარებელიც ? მე ყველა პოსტში ხაზს ვუსვამ რომ საქართველო უნდა იყოს ჰიპერმილიტარისტული ზესახელმწიფო ზუსტად აშშ - სთან სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის საფუძველზე Edited May 20, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 shamili ლიბერტალიარიზმის პირობებში საქართველო პრინციპში უკვე გადაქცეულია, ეკონომიკური კოლნიად. ვერანაირი მექანიზმი არ გექნება, განავითარო საკუთარი მრეწველობა, ეკონომიკა და მთლიანად მიჯაჭული იქნები უცხოურ კომპანიებზე, იმდენად მიჯაჭული რომ პოლიტიკურ დონეზეც კი შეიძლება მთავრობები უცხოურ კომპანიების მარიონეტები გახდნენ. ნაციონალურ მრეწველობას და ეკონომიკას დედას უტირებს ეს შენი ლიბერტალიანიზმი და მთლიანად ბოლომდე დამოკიდებულს გახდის უცხოეთზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 Nukriko მსგავს იდეოლოგიას მტრის ხატი სჭირდება,რ ადგგან მის გარეშე თავის სისაძაგლეს ვერ ჩაიდენს, ამიტომ იყო რეიგანი ესე გამწარებულად ებრძოდა სსრკ-სარა და რა უნდოდა ამ დამპალ რეიგანს ბულკივით სსრკ -სთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 (edited) Saturn არა და რა უნდოდა ამ დამპალ რეიგანს ბულკივით სსრკ -სთან? 056.gifბულკივით არ იყო, მაგრამ გამძაფრებული ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე, საშინაო პოლიტიკის ხარჯზე, ნამდვილად იყო. ფაქტი ერთია, რეიგანომიკა (რეიგანის ეკონომიკა) ამ კრიზისმა წელში გატეხა და კვლავ რუზველტის მემაცხენულ პოლიტიკით ცხდილობს ობამა კრიზისიდან გამოიყვანოს, სახელმწიფო უკვე ერევა ეკონომიკურ საქმეებში. აშშ რუზველტისეურმა პოლიტკამ აქცია მსოფლიო ჰეგემონი, ზესახელმწიფო, ეს არ დაგავიწყდეს.. Edited May 20, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 shamili ლიბერტარიანიზმი ერში ეროვნულ მხედრული სულისკვეთების გაღვივებას ? იქნებ ამიხსნათ ?მემარცხენეობა ფაქტიურად კომუნიზმია, მუშურ გლეხური იდეოლოგიაა რა ანუ ნაციონალ-სოციალიზმი ან გინდაც სოციალ-ნაციონალიზმი... იდეაში ცუდი არაფერია, ფაშიზმში არ უნდა გადაიზარდოს მხოლოდ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 shamili ანუ ნაციონალ-სოციალიზმი ან გინდაც სოციალ-ნაციონალიზმი... იდეაში ცუდი არაფერია, ფაშიზმში არ უნდა გადაიზარდოს მხოლოდ!!! მე ყოველგვარი სოციალიზმის წინააღმდეგი ვარ. საერთოდ ნიცშეანელი ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.