Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტის” წარმოება “აზოტის” ტერიტორიაზე, მათ შორის საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ისევ რჩებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვს” გახდა ცნობილი, ადგილზე იმყოფებიან ქვემო ქართლისა და რუსთავის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავისა და ქვემო ქართლის სამმართველოების, აგრეთვე, კუდი-ს თანამშრომლები.

ქარხნის მუშა-მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ქარხანაში საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა საამქროებშიც და საწარმოს ტერიტორიაზეც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მთავარმა პროკურატურამ სს “ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელი გენო მალაზონია გუშინ დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, მალაზონია ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიადგა.

“ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. რა ბიზნესმა უნდა გაიხაროს ამათ ხელში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს პრიმიტიული თავზე ნაცრის წაყრა როგორ არ გბეზრდებათ საკვირველია

მალაზონია:

 

2003-2004 წლები - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებში. 2004 წელი - საქართვლო სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დარგში. 2004 წლიდან სააქციო საზოგადოება “ენერჯი ინვესტის” გენერალური დირექტორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პრიმიტიული თავზე ნაცრის წაყრა როგორ არ გბეზრდებათ საკვირველია

მერე, გვასწავლე "არაპრიმიტიულად" როგორ წავიყაროთ, მხოლოდ შენიშვნებს რომ გვაძლევ :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამოუკიდებელი ბიზნესი აღარ დარჩა ქვეყანაშI და ერთმანეთს დაერივნენ ალბათ ..

 

ახალ ქონებრივ გადანაწილებასაც ექნება ადგილი თუ მოასწრეს ..

 

 

ვირთხების ნადირობა ქვია მაგას ბლიად ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ უფრო სხვა ვარიანტი იქნება. “ენერჯი ინვესტის" მმართველ გუნდში შედიან - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ალექსეი ბელოვსკი, გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკასა და ფინანსებში კირილ ვანდიშევი, გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციის საკითხებში ოლეგ ჟილინი.

ინტერნეტში, საინფორმაციო ვებგვერდებზე გვხვდება ინფორმაცია, რომ მალაზონიას მთავარი ფინანსური დონორი რუსული “ვნეშტორგბანკია” ეს არის ამონარიდი ინტერპრესნიუსიდან. აქ პოლიტიკური უფროა ვიდრე რეკეტი და წილი. აქამდე არ იცოდნენ რომ ფული ტყდებოდა??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი აესდეესმა შეგიფასათ სიტუაცია ყველაზე ადეკვატურად და რეალურად. :mad:

 

ჯერ სადა ხართ. თუ რეჟიმი არ შეიცვალა ეგეთები ლამის ყოველ კვირა მოხდება. ადეიშვილი-მერაბიშვილის დაპირისპირება ზენიტს უახლოვდება. :mad:

 

თავზე ნაცრის წაყრას რაც შეეხება. თავზე ნაცარს ის იყრის ვისაც ალალად სჯერა, რომ საქართველოში ან თავისუფალი ბიზნესი არსებობს ან ვინმეს მართლა გადასახადების დამალვის გამო იჭერენ. :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავზე ნაცარს ის იყრის ვისაც ალალად სჯერა, რომ საქართველოში ან თავისუფალი ბიზნესი არსებობს ან ვინმეს მართლა გადასახადების დამალვის გამო იჭერენ

გადასახადებისაგან თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. უფრო სწორად არსებობს, მხოლოდ ეკლესიას აქვს მასეთი ბიზნესი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

დამოუკიდებელი ბიზნესი აღარ დარჩა ქვეყანაშI და ერთმანეთს დაერივნენ ალბათ ..

მეც ეს შთაბეჭდილება დამრჩა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ხო, აბა რა. მიშას, ვანოს, ზურას, გიგის, პეტოს და ა.შ. ფირმები სულ დედა იდღნამენ ისე კაპიკ-კაპიკ იხდიან გადასახადებს. მაგიტომაც არავინ ეხებათ. :mad:

 

ეკლესიას კიდე შეეშვი ყველა თემაში ნუ ტენი. ეკლესიას ბიზნესი არა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

შსს-ში მაინც არ ვზივარ... :mad: მადლობა ღმერთს. :mad:

ეკლესიის საქმეები მე რომ ვიცი მეეჭვება ფორუმებზე ორმა-სამმა კაცმა იცოდეს ეგრე. :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შსს-ში მაინც არ ვზივარ... მადლობა ღმერთს

შსს -შიც ხო ზიხარ ხოლმე ხანდახან, ნუ შსს-ს კუთვნილ შენობებში? :mad:

 

მეზარება ახლა ქექვა თორე დაგიდებდი მაგ ბიზნესების სიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

სს ”ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელი გენო მალაზონია დუმილის უფლებას იყენებს.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მალაზონიას ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ განუცხადა.

მისი ცნობით, მალაზონია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით, ეჭვმიტანილის სტატუსით არის დაკავებული. იგი ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

სატურნ, რა სიაც არ უნდა ამოქექო ცოტა ხნით რომ გახდე მრევლი, მაშინ დაინახავდი რა ბიზნესი აქვს ეკლესიას. :mad:

თითოეული პატარა ტაძარი 10-20 გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, კვებავს, აცმევს, ასწავლის. ტაძრის მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება ასეთი ოჯახების რაოდენობაც. ერთჯერადი დახმარების სახით წლის განმავლობაში უამრავ ადამიანს მკურნალობს, დაკრძალვის ხარჯებს უფარავს და ა.შ.

ყველა ტაძარი ჩვეულებრივად და თვითონ იხდის დახარჯული ელექტრო ენერგიის, გაზის და წყლის გადასახადს. თავად ყიდულობს ტაძრისთვის საჭირო ინვენტარს, რომელიც საკმაოდ ხარჯიანია ( ფქვილი სეფისკვერებისთვის, ღვინო, ფისი საკმეველისთვის, სანთლები, კელაპტრები, ზეთი მირონისთვის, სხვადასხვა ჭურჭელი ამ ყველაფრის შესანახად, გადასატანად და გამოსაყენებლად, უშუალოდ საეკლესიო რიტუალებისთვის საჭირო ჭურჭელსა და ინვენტარს (ემბაზები, ბარძიმები, ფეშხუმები, თასები, ლანგრები, სასანთლეები, მირონის ჭურჭლები, საკმეველები, ჯვრები, კვერთხები, ტილოები, ხატები, ზარები...კიდევ გაცილებით ბევრი წვრილმანი), სასულიერო პირების, სტიქაროსნების და შესაძლებლობის ფარგლებში მგალობლებისაც შესამოსელი, კანკელი, კარებები, საკეტები, შესაწირის ყუთები, სატრაპეზოს ინვენტარი (მაგიდები, სკამები, მაცივარი, ჭურჭელი), ხალიჩები, ნათურები, უამრავი რამ რაც ნორმალური ფუნქციონერებისთვის არის საჭირო.

ყველა ტაძარი გარკვეულ ფინანსურ საზღაურს უხდის იმ ადამიანებს ვინც სანთლებს და სხვადასხვა ნივთებს ყიდიან, ტაძარს და მის მიმდებარე ტერიტორიას ალაგებენ და ასუფთავებენ, სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ, ფრესკებს ხატავენ, მოკლედ ტაძრისთვის გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ.

ყველა ტაძარს აქვს კიდევ უამრავი სხვა ხარჯი, მაგალითად მამაოს შეიძლება დღეში რამდენჯერმე მიცვალებულისთვის წესის ასაგებად მოუწიოს სხვადასხვა უბნებში გადაადგილება. ამ მანქანის ხარჯებიც ანაზღაურდება. გარდა ამისა ყველა მღვდელს ყავს ოჯახი, თანაც როგორც წესი ძალიან მრავალრიცხოვანი, ვინაიდან ქრისტიანული სარწმუნოება კრძალავს აბორტის გაკეთებას და ორსულობის თავიდან აცილებას.

10 და 15 სულიან ოჯახებს რჩენა უნდა და ეს ფული მოძღვრებს ეკუთვნით ტაძრის შესაწირიდან, რომელიც ეკლესიებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში გროვდება.

შესაწირებიდან და სანთლების გაყიდვიდან მიღებული ფული ხმარდება სწორედ იმ ყველაფერს რაც ზემოთ ჩამოგითვალე და მინდა გითხრა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფული არ არის საკმარისი და ამიტომ მმრევლის ზოგიერთ ცოტა შეძლებულ წევრს უწევს თავის ხარჯით და სურვილით შეიძინოს ეკლესიისთვის ესა თუ ის ნივთი ან დაეხმაროს მამაოს ოჯახს.

რაც შეეხება წიგნების, ხატების, ჯვრების, ფსალმუნების და სხვა ნივთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, ის მთლიანად მათი ავტორების ჯიბეში მიდის და ეკლესიის შემოსავალს არანაირად არ წარმოადგენს.

პილიგრიმული ტურები, რომლებსაც საპატრიარქო აწყობს ღირს ძალიან იაფი და წარმოადგენს მხოლოდ გაწეული ხარჯების თვითღირებულებას. მე პირადად ყველას გირჩევდით, ვისაც იერუსალიმში, კაბადოკიაში ან ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა გსურთ, საპატრიარქოდან წახვიდეთ, მინიმუმ ორჯერ იაფი ჯდება ვიდრე ტურისტული ფირმებიდან.

რაც შეეხება პურს და სხვა პროდუქციას, რომელიც ქრისტიანული სახელწოდებებით თუ სიმბოლიკით გამოდის, ეს უშუალოდ იმ მეწარმეთა თვითშემოქმედებაა და რამდენადაც ვიცი ზოგი მათგან შემოსავლიდან გარკვეულ პროცენტს საკუთარი ნებითვე სწირავს საპატრიარქოს. ეს ეკლესიამ როგორ უნდა აკრძალოს? :givi:

მთავარი ისაა, რომ ეკლესია წარმოუდგენლად ბევრ ადამიანს ეხმარება, გაცილებით ბევრს ვიდრე სახელმწიფო.

 

სხვა დროს ენა აღარ ატლიკინოთ ისეთ თემებზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ. ბევრჯერ გაგაფრთხილეთ და გთხოვეთ ბევრ თქვენგანს, მაგრამ ენას მართლა ძვალი არ აქვს და თან არსებობენ ადამიანები, ვისაც იმის აღიარებას, რომ მართლები არ არიან, ყველაფერი ურჩევნიათ და ყველაზე დიდ სიამოვნებას მათი ამოჩემებული ობიექტების მიმართულებით უსაზღვრო ზიზღის ნთხევა გვრით.

მთავარია ჩირქის გუნდა ესროლონ და იწმინდონ მერე. ფუჰ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...