planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/liluashvili_davit211-150x1292.jpg უფლება დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “ჩვენი უფლებებისათვის” მოუწოდებს არა მარტო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, არამედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხვალ პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაში. “სოლიდარობა უკანონო და პოლიტპატიმართა მიმართ არის არამარტო უფლებადამცველებისა და პატიმართა ოჯახისწევრების ვალი, არამედ ყველა მოქალაქისა და ესეთი ტიპის ღონისძიებებში უნდა თანამონაწილეობდნენ ყველა კეთილი ნების ადამიანი”,- განაცხადა “ექსპრესნიუსთან” საუბრისასKკოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის შენობიდან მანიფესტანტების მსვლელობა უზენაესი სასამართლოსკენ იქნება იმისი გამოხატულება, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმს დაქვემდებარებული სასამართლო სისტემის ბრალია ქვეყანაში მყოფი ასამდე პოლიტპატიმრისა და ათასობით უკანონო პატიმრის არსებობა და სწორედ ამიტომ იქ უნდა ჩატარდეს შესაბამისი საპროტესტო ღონისძიება. პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 5 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts