planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/archevnebi-150x150.gif დღეიდან 30 მაისის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა იკრძალება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ეს პროცესი სწორედ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მეათე დღეს წყდება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, 19 მაისს სიებში სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შეტანის ვადა ამოიწურა. შესაბამისი მონაცემები დამუშავდება და ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა უკვე 25 მაისისთვის გახდება ცნობილი. ამ დღეს ცესკო სათანადო მონაცემებს ინტერნეტითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოაქვეყნებს. 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თბილისის მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts