planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/wignebiiiiiiiiiiiiiiii-150x150.jpgთბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის პრეზენტაცია გაიმართება. გამომცემლობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. თსუ-ის გამომცემლობაში მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცემა ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ტექსტები, საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ტიპის ლექსიკონები, მონოგრაფიები. ფესტივალზე უნივერსიტეტის გამომცემლობის გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“ წარმოადგენს. საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი 1996 წელს დაარსდა. იგი თსუ–ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს. ამჟამად, “ლოგოსში” ენციკლოპედია „ანტიკური კავკასია“ გამოსაცემად მზადდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts