planetanews Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dgeobebi-150x150.jpg ყვრალის რაიონის ერთ-ერთ უდიდეს სოფელ შილდაში დღეს და ხვალ მაისობა-კოხიაობას აღნიშნავენ. ამ დღეს მთელი სოფელი ერთად იკრიბება და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ. დღეს შილდაში დოღი, შეჯიბრი ჭიდაობაში, ქართული ცეკვები, გამოფენები და სხვა უამრავი სანახაობაა დაგეგმილი. სოფლის დღესასწაული ორ დღეს გრძელდება. გადმოცემის თანახმად, სოფელი დღეობას უკვე ორი საუკუნეა აღნიშნავს, ლეკების შემოსევის და მათზე გამარჯვების ნიშნად. დღესვე სოფლის დღესასწაულს, ძელიცხოვლობას ზეიმობს ლაგოდეხის რაიონის სოფელი მაწიმი. სალოცავი, რომელიც ძელიცხოვლის სახელობისაა ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სოფელ მაწიმჩაის მახლობლად მდებარეობს. მომლოცველებს, რომელთაც სალოცავში მოსალოცად წასვლა სურთ, აზერბაიჯახის სახელწიფო საზღვარი-საბჟო უნდა გადაკვეთონ. მოქალაქის პასპორტის წარდგენის გარეშე ადგილობრივებს სალოცავში არ უშვებენ. მაწიმში ძელიცხოვლობას რამდენიმე ათეული წელია აღნიშნავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts