Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

20 მაისს, 10.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი დევნილებისთვის შპს “მტკვარის” და “საქნათების” შენობების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიებას დაესწრება.

მის: გახოკიძის ქ. #6/8

 

 

20 მაისს, 11.00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გამრეკელის ქ. #19

 

 

20 მაისს, 11.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობას შეხვდება.

მის: კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების კვეთა, #29-ე სკოლასთან

 

 

20 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საქართველოს ბანკისა” და VISA International-ის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: “ახალი პლასტიკური ბარათის გამოშვება”.

 

 

20 მაისს, 11:30 საათზე, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი სოხუმის უნივერსიტეტს ეწვევა.

 

 

20 მაისს, 11.45 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დიდი ლილოს ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

 

 

20 მაისს, 12.00 საათზე, სპორტის სასახლის წინ “ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

20 მაისს, 12.00 საათზე ედპ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი

 

 

20 მაისს, 12.00 საათზე, “საქპატენტის” საკონფერენციო დარბაზში `საქპატენტის~ გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე გამომგონებელებს, პატენტმფლობელებსა და სასაქონლო ნიშნების მფლობელებს საპატენტო სიგელებს გადასცემს.

მის: ნინო რამიშვილის ქ. #6

 

 

20 მაისს, 12:00 საათზე, `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ (ISFED), `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ (GYLA) და `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს~ ერთობლივი საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნება.

მის: მარი ბროსეს ქ. #6, II სართ.

საკონტაქტო პირი: თამუნა ქაროსანიძე 877 71 91 07, 93 66 43

 

 

20 მაისს, 12:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს.

მის: ორთაჭალა, გრიშაშვილის ქ. №63

 

 

20 მაისს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფოთის №2 საჯარო სკოლაში ქალაქის პედაგოგებთან შეხვედრას გამართავს.

მის: ნინო ჟვანიას ქ. №7

 

 

20 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში”, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგს გამართავს.

 

 

20 მაისს, 13.00 საათზე ფილარმონიის ~ივენთ ჰოლში~ წიგნის ფესტივალის ფარგლებში მუხრან მაჭავარიანის ხსოვნის საღამო გაიმართება.

 

 

20 მაისს, 13.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გაიოზ ჩარკვიანი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავენ.

კინოთეატრ „საქართველოსთან“ მდებარე პარკი

 

 

20 მაისს, 13:00 საათზე, კინოთეატრ `ამირანში” პროექტ `5”-ის ავტორები პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: კოსტავას ქ. #36

 

 

20 მაისს, 13.00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ზაზა გოროზია ”სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ ფოთის გაზის ქსელის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან.

 

 

20 მაისს, 13:00 საათზე, 16 წლის გიორგი ბასილაშვილი ერთი ხელით აზიდვაში გინესის რეკორდს დააფიქსირებს.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა, სპორტული კომპლექსი “სკა”

 

 

20 მაისს, 13:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს სანდრო ბრეგაძე უპასუხებს.

 

 

20 მაისს, 13.00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიძე მუხიანის მეტროს პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

მის: მუხიანი, ნონეშვილის ქუჩა, კორპ. #13

 

 

20 მაისს, 13.00 საათზე, კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მომავლის პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატს მაია კუსიანი-მაჩაბელს მოსახლეობას წარუდგენენ.

 

 

20 მაისს, 13.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ კვესიტაძე და პარლამენტის წევრი მაგდა ანიკაშვილი ბრიფინგს გამართავენ.

მის: თავისუფლების მოედანი #4, გია ჭანტურიას საარჩევნო შტაბი

 

 

20 მაისს, 13.30 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ვარკეთილის მეურნეობასთან, მეგობრობის გამზირზე მდებარე ეკლესიასთან დევნილებს შეხვდება.

 

 

20 მაისს, 13:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდება.

მეტრო “დიდუბის” ცენტრალური შესასვლელი

 

 

20 მაისს, 14.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში მოსახლეობას შეხვდება.

მის: გლდანის მე-7 მ/რ-ნი, ე.წ. ბროწეულის ძეგლთან

 

 

20 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

კომისიის სათათბირო ოთახი (№ 139)

 

 

20 მაისს, 14:30 საათზე, თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მელიქიშვილის ქ. #1, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

 

 

20 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე გორში მოსახლეობას შეხვდება.

მის: ქ. გორი, ერთობის ქუჩა, ახალგაზრდობის კულტურის ცენტრი

 

 

20 მაისს, 15.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები დიდუბის რაიონში მოსახლეობას შეხვდებიან.

მის: ცაბაძის ქ. #4, სანაპიროზე, 16-სართულიანებთან

 

 

20 მაისს, 15.00 საათზე, “ვეტერანთა კავშირის” თავმჯდომარე გია ყარყარაშვილი ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან პრესკონფერენციას გამართავს.

 

 

20 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,თორში’’ კონფერენცია გაიმართება.

თემა: ,,ონკოლოგიური და რევიზიული პროტეზირება”.

მის: ჭანტურიას ქ. #8

 

 

20 მაისს, 15.00 საათზე, ალიანსი საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდება.

 

 

20 მაისს, 15:00 საათზე, “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს სოსო ცინცაძე უპასუხებს.

 

 

20 მაისს, 17.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ივანიშვილი 31–ე ქარხნის მუშებს შეხვდებიან.

მის: ბოგდან ხმელნიცკის #181, 31–ე ქარხნის ეზოში

 

 

20 მაისს, 17.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ვარკეთილში მოსახლეობას შეხვდებიან.

მეტრო “ვარკეთილის” ტერიტორია, “პროკრედიტ ბანკთან”

 

 

20 მაისს, 17.30 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ნოდია მოსახლეობას შეხვდება.

მის: საირმის გორა, მე-5 კორპუსის უკან სკვერში

 

 

20 მაისს, 18.00 საათზე, ჩუღურეთის რაიონში შუალედურ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი კახა ბასილია წიგნის პრეზენტაციას გამართავს.

“სპორტ-კაფე”, “დინამოს” სტადიონის უკან

 

 

20 მაისს, 19.00 საათზე, ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარის” ორგანიზებით, დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება.

მის: ტაბიძის ქ. #20, “კავკასიური სახლი”

 

 

20 მაისს, 20:00 საათზე, კლუბ `ტრიუმფში~ სტუდენტური მეჯლისი „ყვავილების დედოფალი 2010“ გაიმართება.

მის: წერეთლის გამზ. #116, “დიდუბე პლაზა”, „კლუბი ტრიუმფი“

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...