planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili35-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა „თავისუფალი აზრის სახლში“ საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას „ალიანსი საქართველოსთვის“,„თოფაძე მრეწველების“,„ეროვნული საბჭოს“, მოძრაობა „თეთრების“ ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციურ პატიათა ლიდერების განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარდაჭერას ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“ და შალვა ნათელაშვილის “ლეიბორისტული პარტიაც” უცხადებს. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, საკითხის პოლიტიკური განხილვა უკვე დაიწყო და უახლოეს ხანში მათი მხრიდან სპეციალური წარმომადგენლობა ევროპაში გაემგზავრება, სადაც ცნობილ ქართველ და უცხოელ იურისტებთან შეხვედრები გაიმართება. მოძრაობა “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღოს, რადგან ეს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციადაკარგულია, ხოლო ამ მოცემულობაში საზოგადოების ხსნა დემოკრატიულ პროცესში უნდა იყოს. “კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის გარემოება, რომ მისი მიღებიდან 6 თვის შემდგომ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება”_ აცხადებს თემურ შაშიაშვილი. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი მორიგ შეხვედრას 21 მაისს 14.00. საათზე სასტუმრო „სიმპათიაში“ გამართავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.