Jump to content
Planeta.Ge

ერთი რჩევა ბატ.ირაკლი ალასანიას.


Recommended Posts

ალასანია მორალურად მდგრადი ადამიანი ჩანს, ეს მისი პლიუსია

ჩემს თვალში, თანაც არც ნოღAიდელივიტ ფულზეა გაწუწკებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 68
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ისე

 

ალასანიას თავისუფლების ინსტიტუტთან არაფერი აკავშIრებს....

 

საქართველოსთა თუ აკავშირებს რამე ესაა მთავარი და ვაბშე ვინაა ალასანია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეხლა მე არ დავიწყებ იმ მინუსების ჩამოთვლას რაც "საშუალო სტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს" ახასიათებს, ცხინვალის რუქა რომ არ დამიდოს ვინმემ : )) მაგრამ თქვენ იმსჯელეთ ამ საკითხზე და შეახსენეთ ერთმანეთს რა უარყოფითს თესავთ და რა არის გამოსასწორებელი..

 

შენი ჭირიმე რა... ევროპელები ხომ რას ლაპარაკობ იდეალური ერები არიან... ეკონომიკური სტაბილურობა აკავებთ მაგათ თორემ ამდენ ხანს ერთმანეთს დაჭამდნენ და სახელმწიფოს დედას მოუ...მდნენ

ზუსტადაც რომ 1 მსოფლიო ომის მერე წარმოშობილმა ეკონომიკურმა კრიზისმა იყო რომ წარმოშვა რუსეთში რადიკალურ-რეაქციული მოძრაობა კომუნიზმი და ევროპაში კიდევ ფაშიზმი!

 

აბა ქართველებს გადახედე... მუდმივი გაჭირვების, უკმაყოფილებისა და გაღიზიასნების პირობებში რა ტოლერანტობაზე და გამოსწორებაზეა აქ საუბარი... ეკონომიკა და სოციალური სტაბილურობა წყვიტავს ყველაფერს ყველგან... თორემ ქართველი ერი ხომ ვიყავით კომუნისტების დროს სტუმართმოყვარენი და ყველასმოყვარენი??? ერთი ევროპელები ჩააგდოს ღმერთმა ჩვენს მდგომარეობაში და ნახავდი მერე მაგათ ველურობას...

აქ ვცხოვრობ და ვიცი მე ამათი ფსიქოლოგია...

 

ეს ტოლერანტობა, ლიბერალიზმი და დემოკრატია ეკონომიკურმა სიძლიერემ და სტაბილურობამ მოიტანა თორემ ისე ესენი რომ ველურები არიან... ადამიანი ეკონომიკურად და სოციალურად კმაყოფილი და დამშვიდებული უნდა იყოს რომ ლიბერალიზმისათვის და ტოლერანტობისათვის მოიცალოს... ტორემ მშიერი საზოგადოება ყველაფერს გაღიზიანებული უყურებს და ყველაფერზე მწვავე რეაქცია აქვს... მოკლედ მიხვდები რასაც გეუბნები...

 

სიყვარული, პატივისცემა, წესიერება, ღირსება, კეთილშობილება ახასიათებს რეალურად დღევანდელ ქართულ საზოგადოებას? საზოგადოების უკიდურეს უმრავლესობას?

კი, ახასიათებს... ეხლა არ მკითხო რატომ არ ავლენს მაშინო...

ვინ ეკითხებოდა გუბაზს იმ ხალხის სახლში გაშვება არ გაშვებას? ფორუმს საერთოდ არ უნდოდა ეგ სტადიონზე შეკრება და მგონი ბოლო მომენტამდე არ აპირებდა მაგ ავანტიურაშI მონაწილეობის მიღებას..

თუ არავინ ეკითხებოდა საერთოდ რატომ მივიდა მაშინ... მაგ მიტინგებზეც რატომ გამოდიაოდა მაშინ... და საერთოდ რას ერეოდა მაგ საქმეში და რას პოპულისტობდა საერთოდ??? მაგრამ პოპულიზმი მოუნდა და ცუდათაც დაამთავრა!

 

ამის მისაღწევად საზოგადოების გამოღვიძებაა საჭირო

 

ქართველი ხალხი გაღვიძებულია, ქართველი ხალხი ცოცხალია და ქართველი ხალხი მართალია! ქართველი ხალხი რომ არ იყოს გაღვიძებული სტადიონზე 70 000 კაცს ვერ შეკრიბავდა თვით სააკაშვილიც კი, არა თუ ოპოზიცია! მაგრამ ლიდერებმა არ ივარგეს! აწი მაგენი ყველა ჩამოწერილები არიან პოლიტიკიდან, ქართველი ხალხის ნდობა აქვთ დაკარგული... აწი მაგენი 70 000 კაცს ვერ შეკრიბავენ... განსაკუთრებით მარტო ალიანსისტები ოპოზიციონერობაზე რომ სდებენ თავს!

 

არ უნდა ვეფხვო ამ ამბავს დალაი ლამა..
რა შუაშია იესო ამ ყველაფერთან?

აბა ჩემო კარგო ამბობ ლიდერებს არ ენდოთო და საზოგადოება შიგნიდან უნდა შეიცვალოსო... მასეთი საზოგადო მოღვაწე დალაი ლამა იყო და იესო ქრისტე კიდევ...

 

სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება. არ იქნება სამოქალაქო საზოგადოება და არ იქნება არც საქართველო.

განსაზღვე აქ რა არის შენთვის სამოქალაქო საზოგადოება...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ალასანიას თავისუფლების ინსტიტუტთან არაფერი აკავშIრებს....

 

ერთადერთი ალასანიაა რომელსაც არაფერი აკავშირებს თავისუფლების ინსტიტუტთან... თუმცა ეგეც საკითხავია ამერიკაში ყოფნის დროს რა სისიხლი გადაუსხეს... ვინც ამერიკაში გავუშვით ყველა სისხლგადასხმული დაგვიბრუნდა...

 

დანარჩენები კი... შეხედე მთელს ალიანსს... უსუფასვილ-ხიდაშელების თამადობით... ვინ არ არის სოროსისტი???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

საქართველოსთა თუ აკავშირებს რამე ესაა მთავარი და ვაბშე ვინაა ალასანია?

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გაეროში ყოფილი ელჩი..აფხაზეთი მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გაეროში ყოფილი ელჩი..აფხაზეთი მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე...

 

გასაგებია.

შენი ჩამოთვლიდან გავიგე ის რომ არა მარტო საქართველოსთან ყოფილა მჭიდრო კავშირში, არამედ ნაცებთანაც. :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენი ჩამოთვლიდან გავიგე ის რომ არა მარტო საქართველოსთან ყოფილა მჭიდრო კავშირში, არამედ ნაცებთანაც.

ერთადერთი შალვა არ იყო გარეგნულად ნაცებთან მჭიდრო კავშირში....თორე მიშა სულაც შალვამ გაქაჩა, გაიხსენე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

შენი ჭირიმე რა... ევროპელები ხომ რას ლაპარაკობ იდეალური ერები არიან... ეკონომიკური სტაბილურობა აკავებთ მაგათ თორემ ამდენ ხანს ერთმანეთს დაჭამდნენ და სახელმწიფოს დედას მოუ...მდნენ

ზუსტადაც რომ 1 მსოფლიო ომის მერე წარმოშობილმა ეკონომიკურმა კრიზისმა იყო რომ წარმოშვა რუსეთში რადიკალურ-რეაქციული მოძრაობა კომუნიზმი და ევროპაში კიდევ ფაშიზმი!

 

აბა ქართველებს გადახედე... მუდმივი გაჭირვების, უკმაყოფილებისა და გაღიზიასნების პირობებში რა ტოლერანტობაზე და გამოსწორებაზეა აქ საუბარი... ეკონომიკა და სოციალური სტაბილურობა წყვიტავს ყველაფერს ყველგან... თორემ ქართველი ერი ხომ ვიყავით კომუნისტების დროს სტუმართმოყვარენი და ყველასმოყვარენი??? ერთი ევროპელები ჩააგდოს ღმერთმა ჩვენს მდგომარეობაში და ნახავდი მერე მაგათ ველურობას...

აქ ვცხოვრობ და ვიცი მე ამათი ფსიქოლოგია...

 

ეს ტოლერანტობა, ლიბერალიზმი და დემოკრატია ეკონომიკურმა სიძლიერემ და სტაბილურობამ მოიტანა თორემ ისე ესენი რომ ველურები არიან... ადამიანი ეკონომიკურად და სოციალურად კმაყოფილი და დამშვიდებული უნდა იყოს რომ ლიბერალიზმისათვის და ტოლერანტობისათვის მოიცალოს... ტორემ მშიერი საზოგადოება ყველაფერს გაღიზიანებული უყურებს და ყველაფერზე მწვავე რეაქცია აქვს... მოკლედ მიხვდები რასაც გეუბნები...

აგაშენა ღმერთმა ..

 

ეგ არის იმ ევროპელებსა და ქართულ საზოგადოებას შორის ის განსხვავებაა რომ მათ მოახერხებს საკუთარი თავის "მოდერნიზებაზე" დაფიქრება, საკუთარი თავის "მოდერნიზება" და შედეგად მწვავე ეკონომიკრი კრიზისიდან საკუთარი ქვენების განვითარებულ ცივილიზებულ დონემდე გაქაჩვა ..

 

მოახერხებს ქართული საზოგადოება ზუსტად რომ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე საუთარ თავში გარდატეხის შეტანას?

 

მერეა და მორალურ ზნეობრივი ღირებულებები ადამიანის ფინანსურ მატერიალური მდგომარეობით არ განისაზღვრება.. ძალიან ბევრი ადამიანი დასავლეთში შეიძლება არ/ვერ ამჟღავნებდეს საკუთარ არაცივილიზებულობას, რადგან ასე თუ ისე სტაბილური და უზრუნველყოფილი ცხოვრება აგრესიულობის საფუძველს ნაკლებად აძლევს, მაგრამ აქ სხვა უფრო მნიშვნელოვანი, ფუნდაენტალური მომენტიც არის.. ვგულისხმობ კი იმას, რომ კარგი დედ მამიშვილია ვინმე ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში და ლუქსემბურგში თუ გინდა და სხვა რასის, სხვა რელიგიური კონფესიის ან ეთნიკური ჯგუფის ადამიანს უდიერად მოექცეს, მყისიერად საკანონმდებლო ბერკეტები ამოქმედდება აგრესორის წინააღმდეგ და სათანადოდ გაპალაჩდება.. ანუ საზოგადოება ძირითადში იმდენად ადეკვატურია, რომ რჩეულ უმცირესობას დაუბრკოლებლად აძლევს ლიდერობის/ლოკომოტივის ფუქნციის შესრულების შესაძლებლობას და შესაბამისად ჰუმანიტარული ღირებულებების ერთგულებას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საკანონმდებლო დონეზეც ამტკიცებს. ამიტომ არიან დასავლეთის ქვეყნები სამართლიანი/ცივილიზებული/განვითარებული და სხვა ქვეყნები განვითარებადი, არ შემდგარი და ასე შემდეგ ...

 

ყველაფრის თავი და თავი ისევ საზოგადოებაა..

 

კი, ახასიათებს... ეხლა არ მკითხო რატომ არ ავლენს მაშინო...

კარგი არ გკითხავ, მაგრამ არც დაგეთანხმები.. როდესღაც რა იყო ისტორიას დაუტოვოთ, დღეს რა არის და ხვალ რა იქნება ეს არის მნიშვნელოვანი..

 

თუ არავინ ეკითხებოდა საერთოდ რატომ მივიდა მაშინ... მაგ მიტინგებზეც რატომ გამოდიაოდა მაშინ... და საერთოდ რას ერეოდა მაგ საქმეში და რას პოპულისტობდა საერთოდ??? მაგრამ პოპულიზმი მოუნდა და ცუდათაც დაამთავრა!

კარგი ეხლა : ))) ჯერ გუბაზას პოლიტიკოსობა არ გაიშვას, იმენნა ძალით არის პოლიტიკაში ქვეყნის შემხედვარე თორე საკუთარ პროფესიაშიც კომფორტულად იგრძნობდა თავს და მერე კიდო მისი პოპულისტობა.. ვერ დაგეთანხმები. მივიდა კი იმ სტადიონზე იმიტომ რომ, რომ არ მისულიყო რატომ არ მივიდაო დაიწყებდნენ და ალბათ დანარჩენ ჟოპოზიციასთან დაპირისპირებას გაერიდა..

 

ქართველი ხალხი გაღვიძებულია, ქართველი ხალხი ცოცხალია და ქართველი ხალხი მართალია! ქართველი ხალხი რომ არ იყოს გაღვიძებული სტადიონზე 70 000 კაცს ვერ შეკრიბავდა თვით სააკაშვილიც კი, არა თუ ოპოზიცია! მაგრამ ლიდერებმა არ ივარგეს! აწი მაგენი ყველა ჩამოწერილები არიან პოლიტიკიდან, ქართველი ხალხის ნდობა აქვთ დაკარგული... აწი მაგენი 70 000 კაცს ვერ შეკრიბავენ... განსაკუთრებით მარტო ალიანსისტები ოპოზიციონერობაზე რომ სდებენ თავს!

ლიდერები ვერც ივარგებდნენ, რადგან არსებული კორუმირებული პოლიტიკური სისტემის სუბიექტები სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების სამსახურისთვის არ შეუშვიათ სისტემაში ..

 

ხალხს რაც შეეხება ვფიქრობ რომ ლომის წვლილი პასუხისმგებლობა სწორედ მასზეა, რადგან ანტისახელმწიფოებრივი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის შექმნა დაუშვა და მრავალგზის დაუჭირა მხარი... ეხლა დათესილ იმკის უბრალოდ.

 

.

აბა ჩემო კარგო ამბობ ლიდერებს არ ენდოთო და საზოგადოება შიგნიდან უნდა შეიცვალოსო... მასეთი საზოგადო მოღვაწე დალაი ლამა იყო და იესო ქრისტე კიდევ...

მე მჯერა რომ ღირსეული ადამიანები ქართულ საზოგადოებაში მრავლად არიან, დანახვა და დაფასება უნდა ამ ხალხს უბრალოდ ..

 

განსაზღვე აქ რა არის შენთვის სამოქალაქო საზოგადოება...

ორ სიტყვაში რომ ვთქვა სამოქალაქო საზოგადოებაა საზოგადოება რომლის წევრებიც კარგად აცნობიერებენ საკუთარ უფლებებსა და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რჩევა ბატ.ირაკლი ალასანიას.

თავს ნუ შეურცხვენ.

დაიხრე უდი და წადი.

სცადე, არ გამოგივიდა. უნარ ჩვევები არ გქონია.

ეხლა დროა. ან ღირსეულად წახვიდე ან რესპუბლიეკელიბის მსგავს სამარცხვინოებად ჩამოყალიბდე.

 

არჩევანი შენზეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ერთადერთი შალვა არ იყო გარეგნულად ნაცებთან მჭიდრო კავშირში....თორე მიშა სულაც შალვამ გაქაჩა, გაიხსენე!

 

:mad: ეხლა იფიქრე ალბათ "ამის გულს ვერ მოიგებ" :mad:

პრობლემა სადაა იცი?

აი მაგალითად ძიძიგური რომ ავიღოთ. მაგან მიშას დღეში სამჯერ რომ აკოცოს ტრაკზე, მაინც არ არის იმის შანსი რომ ნაციონალი გახდეს. პროსტო ეს ასეა და მთელმა გალაქსიამ იცის ეს ამბე. :mad:

 

ეხლა შეგიძლია მითხრა რაც გინდა, მაგრამ ალასანიაში რომ ეჭვი შემეპაროს, მაქვს მე ამის საფუძველი თუ არა?

ხო და ბატონოჩემო ამ ეჭვის გაქარწ####ბაზე ალასანიამ უნდა იზრუნოს და არა მე. ასეა ეს პოლიტიკა და რა ვქნა დაბა.....

 

პ.ს. ამ ფილტრის დამყენებელს რრა ვუთხრა მე, რომ განსხვავებას ვერ ხედავს (იძულებული ვარ ლათინურრად დავწერო) gaqarwyleba da yles შორის სხვაობ არ უნდა იყოს? :D

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეხლა შეგიძლია მითხრა რაც გინდა, მაგრამ ალასანიაში რომ ეჭვი შემეპაროს, მაქვს მე ამის საფუძველი თუ არა?

სხვა მეტალიტეტის ადამიანია...

 

ხო და ბატონოჩემო ამ ეჭვის გაქარწ####ბაზე ალასანიამ უნდა იზრუნოს და არა მე.

გაგიკვირდება და მართალი ხარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

სხვა მეტალიტეტის ადამიანია...

 

 

გაგიკვირდება და მართალი ხარ...

 

აბა სხვა პრობლემა არ მაქვს. პიროვნულად ეს ადამინი მომწონს. ჯერ ახალგაზრდული ზამაშკები აქვს, მაგრამ მომავალში კარგი შანსები ექნება თუ არ გაფუჭდა.

 

ამიტომაც დავწერე წინა და სხვა თემებშიც, რომ თუ მე ვცდებითქო, მაშინ საწყენია ასეთი პოლიტიკოსის გაფუჭება.

ამ შემთხვეაში კი ვურჩევდი, შეეშვას სხვა პარტიებთან მიწეპებას და დაანებოპს თავი ამ მერის არჩევნებს. ნაღდად არ ღირს ეს ამბე 2013 წლის საქმესთან შედარებით. მანამდე საკმარის დრო აქვს თვითონ შექმნას პარტია. გეუბნები ამით მისი ავტორიტეტი და იმიჯი ასჯერ გაიზრდება.

 

ვიცი მე ქართული პოლიტიკა. გააფუჭებენ მაგას ამ მერობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...