planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 18 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერები ამომრჩევლებს ბათუმის დრამატულ თეატრში შეხვდნენ და მათ დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს. ალიანსის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მმართველი პარტიის დანაპირები, რაც არ შესრულდა. ისინი მიიჩნევენ, რომ 30 მაისი არის ცვლილებების დასასწყისი. ამისთვის კი მთავარია ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, შესაძლოა ხელისუფლებამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები, თუმცა მიუღებელია კანონის შეგნებულად დარღვევა. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრთა თქმით, მათი პრიორიტეტია: მნიშვნელოვანი რეფორმა ჯანდაცვაში, სოციალურ პრობლემებზე მუშაობა და საქმისადმი პატიოსანი მიდგომა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიანსის ლიდერები ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდნენ. მანამდე „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები გონიოს მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ, ამომრჩევლებს ამავე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე პატარიძე წარუდგინეს და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ლევან ბერძენიშვილის თქმით, იმისათვის, რათა რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს, პირველ რიგში საჭიროა მოსახლეობა არჩევნებზე უშიშრად მივიდეს. ალიანსის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან მისვლას სამსახურის დაკარგვის შიშით ერიდებიან. ალიანსის წევრებმა დღეს გონიოს დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემებიც მოისმინეს, როგორც გაირკვა სოციალურ თემატიკასთან ერთად აქ მთავარ პრობლემას მიწების დაკანონების საკითხი წარმოადგენს. ბათუმში ირაკლი ალასანიამ 105 წლის შირინ ჭელიძე მოინახულა18 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბათუმში, ლერმონტოვის 36-ში მცხოვრები 105 წლის შირინ ჭელიძე მოინახულა. ხანდაზმულს წლების განმავლობაში ირაკლი ალასანიასთან პირადად საუბრის სურვილი ჰქონდა, რადგან ამ პოლიტიკოსის შეხედულებები და პრიორიტეტები მოსწონს. 105 წლის შირინ ჭელიძემ ახალგაზრდა პოლიტიკოსს დარიგებები მისცა და წარმატებები უსურვა. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრებმა შირინ ჭელიძე დღეს დალოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. 105 წლის ხანდაზმულს 5 შვილი, 19 შვილიშვილი და 39 შვილთაშვილი ჰყავს. დავით გამყრელიძე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდანავთობგადამამუშავებელი და ბათოილის ქარხნიდან გამონაბოლქვი სუნი, დასაქმება და სოციალური საკითხები - ეს ის პრობლემებია, რომელსაც „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს ბარცხანის დასახლებაში გაეცნო. „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ქათამაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობის პრობლემების გაცნობის შემდეგ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მგელაძე წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, იმისათვის რომ მოგვარდეს მოსახლეობაში დაგროვილი პრობლემები, მთავარია საარჩევნოდ ამომრჩეველთა აქტიურობა და მათ მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღება. ტვ25, ბათუმი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts